23 ნოემბერს ოსაკას გრანდ სლემის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.
60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ტატამზე ვერ გამოვიდა და შეჯიბრებიდან მოიხსნა. ამის მიზეზი ტრავმა იყო თუ სხვა რამ, მოგვიანებით მოგახსენებთ.
66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა შეჯიბრება მშვენივრად დაიწყო, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა პერუელი პოსტიგოსი, ამერიკელი ელ იდრისისი, თუმცა მეოთხედფინალში ვერაფერი გააწყო იაპონელ ფავორიტთან, ფუჯისაკასთან.
მარგველაშვილმა ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძო, მაგრამ რუს ისლამ ხამეტოვთან დამარცხდა.
24 ნოემბერს უსაკას გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ)