Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.
ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.
ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან
We love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა
ლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს