"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
აი, ყოჩაყ ბიჭებო რაა...!!! ნაკრების წევრებს შორის ჩხუბი და დაპირისპირებაღა აკლდა ქართულ ძიუდოს.... მომილოცავს!!! ისე, მგონი ლიპარტელიანს და მის დაჯგუფებას უკვე ძალიან ზედმეტები მოსდით და დრო ხომ არაა სერიოზულად მოეთხოვოთ პასუხი... ამას უბრალო გულშემატკივარი ვწერ. არ გეგონოთ რომელიმე დაპირისპირებული მხარეს ინტერესებს ვიცავდე. უბრალოდ შორიდან რაც ჩანს იმას ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან გული მტკივა.
ლევანი
27 ნოემბერი 2018 11:31
5
ლაშა შავდათუაშვილი არ ეკუთვნის მარტო თავის თავს და თავის ოჯახს. ის ოლიმპიური ჩემპიონია და ამით ყველაფერია ნათქვამი ანუ ის ეკუთვნის მთელ ერს. ამიტომ ვინც ჩვენ ოლიმპიურ ჩემპიონზე ხელი აიღო, ის უნდა მოიკვეთოს ყველაფრისაგან და პირველ რიგში ძიუდოსაგან. რა დააშავა ასეთი, ის მაინც გვითხრას ვინმემ. აქ ერთი "ჭკვიანი" აკომენტარებს, "ლიპარტელიანს საერთოდ არ ვიცნობ და არც სვანებსო" (აბა ესაა რა! სვანები რა შუაშია აქ..). არც მე ვიცნობ პირადად ლიპოს (ისე ნახევრად რატიანი ვარ), მაგრამ რასაც ამბობენ თუ ის მართალია, არანაირი დანდობა ლიპოს. ის უკვე გავიდა რადარებიდან და გაცდა ყველა ნორმას და ქცევის წესებს. რა მოხდა ასეთი ნეტავ!!!!
zaali
27 ნოემბერი 2018 16:15
1
ეს თუ მართალია, მაშინ საერთოდ უნდა მოკვეთო სპორტიდან ლიპარტელიანი და ყველა ის ვინც ორი კაცის ცემაში იღებდა მონაწილეობას. ვარლამ დიდი სიმპატიით ვიყავი შენს მიმართ და სულ დამეკარგა შენზე შთაბეჭდილება, განსხვავწბული აზრის გამო თუ შენ ხელი დაარტყი შავდათუაშვილს, რომელიც ერის წინაშე ღვაწლმოსილია , უკომენტაროდ. გურამ თუშიშვილს ვენაცვალე კაცობაში
ლაშა19
27 ნოემბერი 2018 15:26
1
სამარცხვინოები თვიტონაც და ქვეყნისაც, ყველას დისკვალიფიკაცია სამუდამო, ჩემ თვალში 0000 გახდნენ, შავი, მარგველა, ბექა და თუში დატოვონ, იმიტომ რომ ეგენი თავის საქმეს აკეთებენ რაც სპორცმენს ევალება, დანარჩენები ჩაანაცვლონ ახალგაზრდებით. ორი შვილი დამყავს ძიუდოზე და ლამის გამოვიყვანო. რეალურად თანამდებობისთვის იბრძვიან, აბა მაგათ რა ტატამი არა აქვთ, ხელფასი თუ გასტროლები აქეთ იქეთ. ქართველი ვაჟკაცები მეგონენ და ბანდა ყოფილა.
a
27 ნოემბერი 2018 12:11
6
ის მიტინგები გაუვიდათ თავისი კარების აჭედვებით და ცირეკიძეზე უვიცისა და არაკომპეტენტურის ძახილები,მერე ჩხუბი--სადაც ლომერამ გაისროლა (ეხლა უკვე ნათელია რატომაც მივიდა სროლამდე საქმე თუმცა არ ვამართლებ).მერე ღვინიაშვილის წინააღმსეგ აგორებული საზიზღარი და უმდაბალესი პიარი გაუვიდათ----ესეც თუ გაატარა ფედერაციამ მაშინ საერთოდ გაიუქმონ თავი აჯობებს...
სანამ არ გაირკვევა სიმართლე და დისკვალიფიკაციით არ დაისჯებიან მანამდე ბიუჯეტიდან არცერთი კაპიკი არ უნდა გაიცეს ძიუდოზე,შეწყდეს ხელფასები, ტურნირის და შეკრების დაფინანსებები---არ მიიღება არანაირი თვალცრემლიანი და შემრიგებლური ბოდიშები...ამათ ხალხის ფული თავისად მიაჩნიათ სამუდამოდ და ფულის გულისთვის წირავენ ხალხს.ვითომ ვაჟკაცები .ფუი .
აბა თქვენ იცით სპორტალ.გე. დამიბლოკეთ ეს პოსტი
გიო
27 ნოემბერი 2018 11:19
7
სასწრაფოდ რევოლუციური ცვლილებები ძიუდოს ნაკრებში! ვარლამა და მისი მოჩხუბარი ბანდა მოაშორეთ ნაკრებს და მაგათ წონებში გზა მიეცით ახალგაზრდებს!
სიმართლე
27 ნოემბერი 2018 11:13
7
თითოეულის თქვენს მიღწევას კაპიკის ფასი აქ უკვე!!! რაც გისახელებიათ საქართელო,ორმაგად დააკნინეთ თქვენს შიდა დაპირისპირების გამო ეხლა!ნორმალურ ქვეყანაში, ფედერაციიით დაწყებული და ამ ჩხუბში ფიგურანტი ძიუდოისტებით დამთავრებული ყველა პენსიაში უნდა გუშვა! აღარ გაქვთ უფლება საქართველოს სახელს წარმოადგენდეთ არცერთი!!! მხარს ვუჭერდი თქვენს საფუძვლიან პროტესტს ფედერაციის წინააღმდეგ, მაგრამ აწინ აღარ არის საინტერესო თქვენი ბედი პირადად ჩემთვის ერთი რიგითი სპორტის გულშემატკივრისთვის.პ.ს. ფედერაციაში კი ყველა დასჭერია ასეთ ზომამდე რომ მიიყვანა საქმე თავოსი თბილი სკამების გამო. ყველა ფულის საკეთებლად როგორ არის მოწადინებული ვინც თანამდებბობაზეა ამ საცოდავ საქართველოში?!!
ვალერი
27 ნოემბერი 2018 12:17
1
აქ დაგეხოცათ ერთმანეთი, რაღა იაპონიაში ხოცავდით. ამით ხომ ჩვენ, ქართველ ერს, მოგვაყენეთ შეურაცყოფა. იდიოტებო.
გიორგი.
27 ნოემბერი 2018 13:48
1
ქევხიშვილმა მოწამლა ძიუდოს საზოგადოება! როგორ დავიჯერო რომ უწიგნურობასთან ერთად კაცობაც არ გქონიათ ამდენ ადანიანს! ასე როგორ გადაგრიათ ფულმა?!ამას უკვე თავზე გადა...მა ქვია!!!! მარტო თქვენს თავს კი არა ყველას მოგვაყენეთ შეყრაწყოფა! თბილისში ჩადენილი სამარცხვინი საქციელი გაბაზრდა მთელს მსოფლიოში, ესეც არ იკმარეთ და ძიუდოს სამშობლოში ერთმანეთს ხელით შეეხეთ?! სამარცხვინო ხალხი ხართ, ფედერაციაშიც და ნაკრებშიც! ორ კაცს როგორ დაერიეთ ამდენი?! ამ საქციელით ქევხიშვილზე საზიზღრები გამოდექით! აწი ვის რაღათ უნდა თქვენი მედლები!!!! სასწრაფოდ ფედერაციის ახალი არჩევნები და ეგრევე ამათი საკითხის დასმა! წესიერი ხალხი მოვიდეს სათავეში და ნაკრებშიც წესიერი ადამიანები გვინდა!
პაატა
27 ნოემბერი 2018 11:49
3
არავითარი არჩევნები. ერთიანად, ყველას გაყრა აქედან. არჩევნები მხოლოდ მათ გარეშე.
პენსიონერი.
27 ნოემბერი 2018 13:53
1
ლიპარტელიანის ამბიციებს ხო აღარ აქვს ბოლო. დაღუპავს ეგ კაცი ძიუდოს.
gia
27 ნოემბერი 2018 11:15
7
ამ ძიუდოისტებს თავიანთი რესურსი ისედაც ამოწურული ქონდათ ლიპოს კიდევ შეეძლო შედეგის დადება მაგრამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს ნაკრები როგორც ლაშაზე და ვაჯაზე ხელის ამწევმა ყველა სპორცმენმა! და ამათ აუცილებლათ უნდა მიყვეს ფედერაცია სრული შემადგენლობით სწორეთ იქიდან მოდის ამ დაპირისპირების მიზეზები! ძირს ფედერაცია! ძირს უღირსი ძიუდოისტები! უფლეს წყალობით საქართველოს ყავს ახალგაზრდები რომლებსაც უფრო დიდი შედეგების მოტანა შეუძლიათ!!!
lelo
27 ნოემბერი 2018 13:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული