"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
ამ ჩხუბზე არაფერი ვიცოდი!!! თუ მართლა მოხდა ძალიან სამარცხვინოა.
მაინტერესებს ვინ არიან ათაბეგაშვილი და ბაინდუროვი (ამ უკანასკნელზე გაგონილი მაინც მაქვს რაღაცა მაგრამ რა არ მახსოვს). ფედერაციის საიტზე არ არი აღმასკომის შემადგენლობა..თვითონ ფედერაციაში ვერ ვხედავ ბევრ ცნობილ ქართველ მწვრთნელს და ხალხს რომელთაც სიტყვა ეთქმის ქართულ ძიუდოში ( მათ დროს იაპონელები აქეთ ჩამოდიოდნენ სასწავლებლათ). ბევრი მათგანი ალბათ უკვე ხანშია შესული მაგრამ ხო გაგიგონიათ ბებერი ხარისო....

ჩვენს ჟურნალისტებს...ამან ის დაჭრა ამან ის გაქურდას თემებზე გაუთავებელ წერას (თანაც როცა არ გყოფნით მასალა წლების წინანდელ შემთხვევებს ამოჩხრიკავთ) არ ჯობია ხალხს დადებითი ემოციები მიაწოდოთ (კიდევაც რომ გამეორდეთ) გაიხსენოთ ხალხი ვინც საფუძველს უყრიდა ქართულ ძიუდოს... რაზე იყო დაფუძნებული ქართული ძიუდოს წარმატებები. აიღეთ ამ ხალხისგან ვრცელი ინტერვიუები- გაიგეთ რას ფიქრობენ- გაანალიზეთ მათი შეფასება სხვადასხვა დროის ნაკრების და ფედერაციის ხელმძღვანელობაზე მათ სტილზე,მიღწევებზე, შეცდომებზე. გასაგებია რომ ყველა ვერ იქნება ბოლომდე გულწრფელი...მაგრამ...მისხალ-მისხალ დიდი სურათის მიღება შესაძლებელია..
ხალხმა უნდა მოვითხოვოთ რომ არ მიეცეთ საშუალება ხალხს ვისაც არაფერი დამსახურება არ მიუძღვის ქართულ სპორტში ავნონ და თანაც მიზანმიმართულად (სხვაგვარად ეს ხალხი ვერ მოხვდებოდა მართველ ორგანოებში ) წარმატებულ სახეობებს. კომუნისტური ერა დამტავრდა და არაპროფესიონალების დროც სპორტში და ველაფერში უნდა დამთავრდეს..პატივიცემით
ნუგზარ ნუცუბიძე
27 ნოემბერი 2018 17:39
4
საერთოდ ჯობია რეალურად გაირკვეს რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, ძიუდოს თემმა თავი ისე შეირცხვინა, კაცს გულშემატკივრობა კი არა, მათი გაგონებაც არ მოუნდება. სისულელეს სისულელე ემატება. მე მგონი ასეთი რამე არცერთ სპორტის სახეობაში არ მომხდარა. დაპირისპირება ყველგან იყო, მაგრამ მეტ-ნაკლებად ცივილური მეთოდებით გადაწყდა. ამ საქციელს უკვე ხულიგნობა ჰქვია და სპორტთან საერთო არა აქვს. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ამ ხალხის უგუნურება მგონია
)))))
27 ნოემბერი 2018 17:24
2
ცივილური რაღა ოხრობაა? გეტყობა მაგრად განათლდი?
shoda
01 დეკემბერი 2018 02:15
0
სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მიზეზი კი იმ განუკითხაობაში დევს რაც ქართულ სპორტში ხდება. გაიხსენეთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. თუნდაც კალათბურთის, რამდენი სიბინძურე გამოიკვეთა. უფრო ადრე ჭადრაკის. რაგბიშიც აუხირდნენ ნიჟარაძეს, მაგრამ იმდენად დადებითი პიროვნებაა, რომ თითქმის უკონფლიქტოდ ჩაიარა. ფედერაციის პრეზიდენტი ამა თუ იმ სპორტში ისეთი პიროვნება უნდა იყოს, რომელიც კარგად არის გარკვეული ამ სპორტის სამზარეულოში და ძირფესვიანად იცნობდეს იქ დასაქმებულ ხალხს. ძიუდოსი კი ვინ მოიყვანეს? პრეზიდენტს აღმასკომი ირჩევს და ქევხიშვილის არჩეული აღმასკომი ვის დაუჭერდა მხარს არ იცოდით? მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა ეს უბადრუკი რომ აირჩიეთ? მოკლედ რასაც ვიმსახურებთ, იმას ვიღებთ.
ეს სამარცხვინო საქციელი სამუდამოდ დარჩება შავ ლაქად ქართულ სპორტში და ასე თუ გავაგრძელეთ კიდევ მრავლად გავიგებთ მსგავს სიახლეებს. აგერ ვნახავთ თუ არა. ხალხი ცხოვრებით უკმაყოფილოა, მთავრობა კი წინამორბედეების ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს, მსგავსებას ვერ ხედავთ? ვაი ჩემო ბედკრულო სამშობლო, სადამდე მივედით.
emigranti
27 ნოემბერი 2018 17:06
1
საცემიც იყო.არ უნდა ჩაჭრილიყო ძმობაში და გვერძე დადგომოდა ძმებს.
იმედა
27 ნოემბერი 2018 17:05
72
ამ კომენტარს რატომ არ შლის მოდერაცია???????
?
29 ნოემბერი 2018 23:30
0
როგორც დაკვირვება აჩვენებს, თითქმის ყველა კუნთმაგარი გონებაჩლუნგია ან მასთან მიახლოებული. ეს ეხება ძიუდოისტებსაც. თუმცა ლიპარტელიანზე ვერ იტყვი რომ მხოლოდ კუნთმაგარია. მას არ ეშლება საუბარი, თუმცა როგორც იკვეთება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგრად აქვს მიქარული.
ako
27 ნოემბერი 2018 16:53
4
დაბალი შეგნების და ძველი ბიჭების ხროვაა ძიუდოში, პოლიტიკის გამო ერთმანეთს დაერვნინენ ეს ხის თავიანები.
ძიუბა თუ ძიუდო?
27 ნოემბერი 2018 16:44
4
ეს რა უბედურებაა რა ხდება, ყველას უნდა აეკრძალოს სპორტული ღონისძიება.
giorgi
27 ნოემბერი 2018 16:41
2
Fu, yvelaz3 banzi sazogafoeba gamodgs judoistebi. Samarcxvinoebi da ugirsebi. Magati gagonebac agar m8nda, gansakutrebit lipartelianis da chrik8shvilis
Gagi
27 ნოემბერი 2018 16:24
2
liparteliano da danarchenebo lashas donemde midi chidaobashi da mere iblatavet, an shen tatalashvilo meore mesame nomrobas ro ver gacdi ar jobia chxubis magivrad kargad ivarjisho?
ave
27 ნოემბერი 2018 16:20
2
ლაშა შავდათუაშვილი არ ეკუთვნის მარტო თავის თავს და თავის ოჯახს. ის ოლიმპიური ჩემპიონია და ამით ყველაფერია ნათქვამი ანუ ის ეკუთვნის მთელ ერს. ამიტომ ვინც ჩვენ ოლიმპიურ ჩემპიონზე ხელი აიღო, ის უნდა მოიკვეთოს ყველაფრისაგან და პირველ რიგში ძიუდოსაგან. რა დააშავა ასეთი, ის მაინც გვითხრას ვინმემ. აქ ერთი "ჭკვიანი" აკომენტარებს, "ლიპარტელიანს საერთოდ არ ვიცნობ და არც სვანებსო" (აბა ესაა რა! სვანები რა შუაშია აქ..). არც მე ვიცნობ პირადად ლიპოს (ისე ნახევრად რატიანი ვარ), მაგრამ რასაც ამბობენ თუ ის მართალია, არანაირი დანდობა ლიპოს. ის უკვე გავიდა რადარებიდან და გაცდა ყველა ნორმას და ქცევის წესებს. რა მოხდა ასეთი ნეტავ!!!!
zaali
27 ნოემბერი 2018 16:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული