"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

AutoSharing Option
ოსაკას გრანდ სლემის უმედლოდ დასრულებას გარკვეული მიზეზებიც ჰქონია, როგორც გაირკვა, ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი
ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

"შავი (ლაშა შავდათუაშვილი) არის მაგარი ნაცემი და მაგიტომ ვერ გამოვიდა. მაგას და მარგველას (ვაჟა მარგველაშვილი) დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
 

მკითხველის კომენტარები / 81 /
ყველა უნდა მოიკვეთოს ვინც ამაში მონაწილეობდა!!! მიუხედავად მათი ტიტულებისა და ვინაობისა!!! მივცეთ მათი ადგილი ღირსეულ ახალგაზრდებს! ესენი არაფრის მაქნისები არ არიან, წაიღეს უიკვე ტვინი, ყველა ზღვარს გადავიდნენ!
1
27 ნოემბერი 2018 12:01
5
ლიპარტელიანს ზედმეტი მოდის გასაშვებია
amirani chanchibadze
27 ნოემბერი 2018 11:56
4
მალადეც ბიჭებს მალადეც, მოკლედ ლიპოს თავში აუვარდა??? ტფუი აი რამ იცის პოლიტიკამ და ბლატაობამ.
გიორგი
27 ნოემბერი 2018 11:55
4
ლიპო ყოჩაღ გაგივიდათ თავს არა ?ამათ წონებში გზა მიეცით ახალგაზრდებს შავდათუაშვილი დატოვეთ და თუშო დანარჩენი გაუშვით სანამ ხალხი გაგიშვებთ ფედერაციანად.
soso
27 ნოემბერი 2018 11:52
6
ქევხიშვილმა მოწამლა ძიუდოს საზოგადოება! როგორ დავიჯერო რომ უწიგნურობასთან ერთად კაცობაც არ გქონიათ ამდენ ადანიანს! ასე როგორ გადაგრიათ ფულმა?!ამას უკვე თავზე გადა...მა ქვია!!!! მარტო თქვენს თავს კი არა ყველას მოგვაყენეთ შეყრაწყოფა! თბილისში ჩადენილი სამარცხვინი საქციელი გაბაზრდა მთელს მსოფლიოში, ესეც არ იკმარეთ და ძიუდოს სამშობლოში ერთმანეთს ხელით შეეხეთ?! სამარცხვინო ხალხი ხართ, ფედერაციაშიც და ნაკრებშიც! ორ კაცს როგორ დაერიეთ ამდენი?! ამ საქციელით ქევხიშვილზე საზიზღრები გამოდექით! აწი ვის რაღათ უნდა თქვენი მედლები!!!! სასწრაფოდ ფედერაციის ახალი არჩევნები და ეგრევე ამათი საკითხის დასმა! წესიერი ხალხი მოვიდეს სათავეში და ნაკრებშიც წესიერი ადამიანები გვინდა!
პაატა
27 ნოემბერი 2018 11:49
3
არავითარი არჩევნები. ერთიანად, ყველას გაყრა აქედან. არჩევნები მხოლოდ მათ გარეშე.
პენსიონერი.
27 ნოემბერი 2018 13:53
1
კი მაგრამ აქ ვერ იᲩხუბეს,ოსაკაᲨი რას მიეᲗროდნენ საᲩხუბრად?
ზაზა
27 ნოემბერი 2018 11:45
1
კუნთმაგარი გონებაჩლუნგები სხვას რას ელოდით??? ტფუუუიიი ამის ღირსები ხართ ყველა
სიმართლე
27 ნოემბერი 2018 11:43
6
სირცხვილი ლიპარტელიანს და დანარჩენებს . სირხცვილი . რას ძედდავშინობთ? რას იბღინძებით ? ვინცა სცემეთ რა მოიგეთ ? დარჩით სუმთლად უმედლოდ თუ არაა? ეგ ორი რომ ჩამოშორდეს ძიუდოს ერთ მედალსაც კი ვერასოდეს მოიგებთ ცხოვრების განმავლობაში .
ნახირი ერთად შეგროვდა . ფუუუ
მართალი
27 ნოემბერი 2018 11:41
7
ყველა უნდა გააგდო ნაკრებიდან. ამათი ხულიგანი დედაც. ინიტომაც გახდა თუში მსოფლიი ჩემპიინი.
ჯონდო
27 ნოემბერი 2018 11:34
9
ყველა ძიუდოისტს ვინც ერთმანეთის მიმართ არიან დაპირისპირებული,მიუხედავად მათი რეგალიებისა საქართველოს ნაკრები უნდა დაატოვებინოთ და გამოთავისუფლებული ადგილები პერსპექტიული ძიუდოისტებით უნდა შეივსოს,რადგან თუ ნაკრებში დაპირისპირებულუი ძიუდოისტები იქნებიან წარმატებები აღარასოდეს აღარ იქნება.
თერჯოლელი
27 ნოემბერი 2018 11:32
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული