დღეს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ჩხუბზე იმსჯელებს

AutoSharing Option
დღეს, 12:00 საათზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

განხილვის საგანი იქნება:

  • ოსაკაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს შორის მომხდარი შესაძლო ფიზიკური დაპირისპირება. აღმასკომზე მოწვეულები იქნებიან მწვრთნელი ანზორ თენაძე და ის ძიუდოსიტები, რომლებიც იმყოფებოდნენ იაპონიაში და საქართველოში დაბრუნდნენ.
  • ახალი მწვრთნელების ვარიანტები, რომლებიც ნაკრების გაერთიანებს შეეცდებიან. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ეტაპისთვის უცხოეული მწვრთნელი არ განიხილება.

აგრეთვე გუშინ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩინეთში გასამართ გუანჟოუს მასტერსზე:

ამირან პაპინაშვილი (60), ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66),
ლაშა შავდათუაშვილი (73), ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი (100+).

altილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

altვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ოსაკაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფედერაციისთვის რომ გეკითხათ ფული არ იყო ბიუჯეტში რომ სხვა ბიჭები 2 ან 3 ნომრები სადმე გაეშვატ შეჯიბრზე და ესენი საქმის გასარჩევად დააფინანსეს და გაუშვეს იაპონიაში და ამხელა ფინანსები დახარჯეს ეს ტანხა რაც იაპონიაში წასვლა ჯდება ევროპაში 3 ტურნირზე მონაწილეობას ეყოფოდა, სამარცხვინოა ეს ფედერაცია ისევ ლიპარტელიანის დაკრულზე რომ დადის ამ უმადური კაცის ტან არც უფასებს
guru
12:18 01-12-2018
4
საშინელენას ამზადებენ აღმასკომში სულ ქევხიშვილის ხალხია გადახედეთ ფბ ზე კომენტარებს ლიპარტელიანს და მთელ ნაკრებს კვეთენ ბექას ვაჟას და ლაშას გარდა
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული