ვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ოსაკაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ

AutoSharing Option
ოსაკაში მომხდარი შესაძლო დაპირისპირების შესახებ კომენტარი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანს, ვარლამ ლიპარტელიანს ვთხოვეთ.

ჩვენ მას "ფეისბუქზე" დავუკავშირდით და აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ. ლიპარტელიანი მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

"გამარჯობა. არ ვარ საქართველოში. არაფერი მომხდარა, მშვიდობაა", - გვითხრა ლიპარტელიანმა.


Sportall.Ge

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

შემდეგ კი Sportall.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ჩვენი წყარო ამბობს, რომ ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს დანარჩენმა ძიუდოისტებმა სცემეს, რომლებიც ტურნირზე იმყოფებოდნენ, გარდა გურამ თუშიშვილისა. წყარომ საკუთარი
ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში

მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

მკითხველის კომენტარები / 20 /
კაპიკის ფასია ჩემ თვალში შენი ფასი ჩემთვის უკვე ყოფილო კაპიტანო. თანაგუნდელზე ხელი როგორ აწიე შე არასწორო ,,კაცო,,
Roma
12:12 30-11-2018
4
რა შუაშია ეხლა აქ ქევხიშვილი თუ მისი დანატოვარი, სულ რომ სხვა არჩეულიყო, შავდათუაშვილს ეს მოძველბიჭო ტიპები საქმეს არ გაურჩევდნენ რა პონტში არ დაგვიდექით გვერდშიო? ლიპარტელიანის და მისიანების პროტესტი არ იყო მხარდაჭერილი ყველა სპორტსმენის მიერ, რადგან "ელიტარული" მოჭიდავეები მოითხოვდნენ პრივილეგირებულად პრემიას და ადგილს ნაკრებში, მაშინ როდესაც ქევხიშვილი სხვებს აძლევდა შანს (ეს არის რაც ისევ ნაკრების ზოგიერთი წევრისგან ვიცი, თავს ვერ დავდებ ქევხიშვილის კეთილშობილებაზე, მართლა ასეთი სამართლიანობის მიზნებისთვის აკეთებდა თუ სხვა ინტერესი იყო მანდ).
სახელს და გვარს არ დავასახელებ, ევროპის ჩემპიონი იყო ძიუდოში, მერე ქურდული გარჩევების გამო სროკზე იჯდა, მოიკაზე ვდგავარ, ამხელა ვერზილა მოვიდა თეთრი მბვ-თი და ხელში უჭირავს მანქანის პატარა მოტეხილი ანტენა, ვიღაცის მანქანაზე დავინახე, მოვტეხე და არ გამომადგებაო? ხელოსნებს ეკითხები :(
გიორგი
10:27 29-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული