შურისძიების საფრთხე, ახალი მწვრთნელის კანდიდატურები - ძიუდოს ამბების გაგრძელება

AutoSharing Option
ოსაკა იაპონიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და არცერთი ქართველი არ იტყოდა იქ დასვენებაზე უარს. თუმცა საზოგადოების შემოსავლებით, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სპორტი, ძიუდოც ფინანსდება და სპორტსმენების საერთაშორისო გასვლები თითოეული ადამიანის ჯიბიდან იფარება.

რატომ უნდა აფინანსებდეს საზოგადოება სპორტსმენებს, რომლებიც არათუ მედალს ვერ მოიპოვებენ, არამედ ოსაკაში მოაწყობენ საქმის გარჩევებსა და ჩხუბს, შემდეგ კი თვალში ნაცარს შეგაყრიან, არაფერი მომხდარაო.

როდესაც შესაძლო დაპირისპირების შესახები ინფორმაცია გაჟღერდა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ჯერ სირაქლემას პოზა არჩია, თუმცა შემდეგ ეს
ამბავი ისეთ მასშტაბებზე გავიდა, რომ თავის ამოწევა და ამ თემასთან დაკავშირებით შეკრება მოუწიათ.

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

აღმასკომის სხდომა შაბათს დაინიშნა. ჟურნალისტები ცოტათი ადრე მივედით. სანამ აღმასკომი სრულად შეიკრიბებოდა, ნაწილი ფოიეში საუბრობდა. მაგალითად, ნათლად გვესმოდა ის, რომ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მეორე აღმასკომის წევრს იაპონიაში მომხდარ ჩხუბზე უყვებოდა, მოჩხუბარ სპორტსმენებს აკრიტიკებდა და გამშველებლებზეც საუბრობდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს საუბარი თითქმის იდენტური იყო sportall.ge-ს მიერ გავრცელებული ამბისა.





alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა ეს ფაქტი კვლავ არ დაადასტურა და გვაუწყა, რომ გამოძიება დაიწყებოდა. კომისიაში კი შევიდოდნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე, ვეტერანი ძიუდოისტები და სპორტული ჟურნალისტები. ეს გარკვეულწილად საკმაოდ კარგი დაზღვევაა გიორგი ათაბეგაშვილისთვის, რადგან ის თუ დაადასტურებდა ფაქტს და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებდა, შეიძლება მის სკამს ძიუდოისტების საპასუხო რეაქციისთვის ვერ გაეძლო.

ამ შემთხვევაში კი მოკვლევაში საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩაერთვება და გარკვეული სპორტსმენების ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში დასჯაც უფრო მარტივი იქნება. თუმცა მანამდე აღმასკომმა კიდევ ერთი არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, ამ სპორტსმენებს არავინ უშლის ჩინეთში, გუანჟოუში წასვლას და არც არავინ ფიქრობს შესაძლო საფრთხეზე. ჩინეთში შემდეგი შემადგენლობა მიდის: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.

ვინმე არის გარანტორი იმისა, რომ გუანჟოუში ის სპორტსმენები, რომლებიც ოსაკაში დაიჩაგრნენ ჩხუბში, შურისძიებას არ ეცდებიან ან ტრადიციულად, სასტუმროს ნომერ-ნომერ არ გააგრძელებენ საქმის გარჩევებს? მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ამ შემთხვევაში გორელ სპორტსმენებს გარკვეული უპირატესობაც კი ექნებათ. ან რატომ უნდა იჭიდაოს ჩვეულებრივად იმ სპორტსმენმა, რომელმაც თანამოძმეს ხელი დაარტყა? მე თუ მკითხავთ, ბექა ღვინიაშვილის, ამირან პაპინაშვილისა და გურამ თუშიშვილის გარდა, გამოძიების დასრულებამდე სხვა არცერთ სპორტსმენს არ უნდა მიეღო მონაწილეობა.

ამასობაში ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატამდე მწვრთნელს ეძებს და პირობას იძლევა, რომ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. ჩვენ უკვე გავაჟღერეთ ჯარჯი ზვიადაურის კანდიდატურა, რომელიც ძალიან სურს ფედერაციას, თუმცა ჯერ უცნობია თვითონ კანდიდატის დამოკიდებულება. ჩვენი ინფორმაციით, აღმასკომმა კიდევ სამი კანდიდატურა განიხილა: გურამ მოდებაძე, გია თენაძე და ლაშა გუჯეჯიანი. ამ სამიდან ორი შეიძლება წყვილშიც კი ვიხილოთ.

P.S. დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს დამნაშავეს. უნდა დაისაჯოს ყველა ძიუდოისტი, რომელმაც ამ ფაქტში უშუალო მონაწილეობა მიიღო და ამავდროულად, დამალა. სასჯელი უნდა შეეხოს ყველას, ეს წამყვანი ძიუდოისტი იქნება თუ არა. ვიმედოვნებთ, განტევების ვაცს არ იპოვიან და ერთ-ერთი ნაკლებად ძლიერი ძიუდოისტის დასჯით არ შემოიფარგლებიან.





altგიორგი ათაბეგაშვილი: შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს მოხდა თუ არა ოსაკაში ინციდენტი

მკითხველის კომენტარები / 20 /
Buzisgan aqlems nu shevqmnit! Bichebi sherigdebian tu ukve ar sherigebulan! Federaciam unda imusaos im mimartulebit rom aseti ram agar moxdes momavalsi tqveni jibijibidan gadaxdili fuli amatze alalia. eg mokitxet biujetis virtxebs
Judo80
01 იანვარი 2019 11:26
0
აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს სტატიის დებიუტში. -რატომ უნდა იხარჯებოდეს ჩემი ჯიბიდან გადახდილი ფულით ასეთი უპასუხისმგებლო სპორტსმენები. მაღიზიანებს უბრალოდ ასეთ რაღაცეებს რომ ვგებულობ... არ მაინტერესებს ტალანტია თუ მედალი აკლდება ჩვენს ქვეყანას ასეთი სპორტსმენების მოკვეთით, უნდა მოიკვეთონ სამუდამოდ და სამაგალითო იქნება სხვა დანარჩენებისთვის.ასეთი მედლები არ მჭირდება. გულზე საქართველოს გერბი გაქვთ, და მაგას არ სცემთ პატივს!!! იჩხუბონ საკუთარ ოჯახებში ან ეზოში, სადაც უნდათ! არა იქ, სადაც საქართველოს სახელი გააქვთ, აქ მე ქართველი მინდა, ქა - რთვე - ლი!!! გესმით?!!! ამაში გიხდით მთელი ერი ფულს!!! სირცხვილია!!! ფთუუუ თქვენი!!! ადმინ არ დაბლოკო გთხოვ!
ტორინო
04 დეკემბერი 2018 11:18
9
ძალიან გთხოვთ ვისაც არ გიყვართ ძიუდო კომენტარებს ნუ წერთ! რას ქვია მოიკვეთოს ლიპარტელიანი შავდათუაშვილი მარგველაშვილი? ცოტა დაფიქრდით რას წერთ. მილიონი პროგრამაა და თუ არ გსიამოვნებთ ძიუდოს ყურება გადართეთ. ბიჭები ერთმანეთში მორიგდებიან და ტროლებს მათი საქმის გარჩევაში არაფერი ესაქმებათ!
gurami
04 დეკემბერი 2018 10:52
27
გერდ მიულერ,სახელი გერმანული აგირჩევია,მაგრამ გული, სუფთა ქართული გაქვს და ამიტომ პირველი ლაიქი ჩემგან.რასაც ამბობ,შუძლებელია არ დავეთანხმო.
სოსო
08 დეკემბერი 2018 11:02
0
სოსო გენაცვალე , ერთ რაიმეს გეტყვიტ , ძალიან კარგად მესმის , რომ უდიდესი შრომა გასწია ყველა ძიუდოისტმა , რათა შედეგებისათვის მიეღწია და ქვეყნისათვის მედალი მოეტანა . მაგრამ ეგ მედლები და შრომა უპირველესად თვითონ წაადგათ . ქვეყანას არაფერი დაამადლონ , რადგან არ იქნებოდნენ ეგენი , იქნებოდა სხვა . ,,ზველბიჭური " და ,,კაიბიჭური " რომ უჭირავთ ტატამზე , ,,ძველ ბიჭებს " კითხონ ერთი რა ქვია მაგას :) აღმაშენებლის გარეშე 10 საუკუნე გავძელით და ვარსებობთ , არც ძიუდოში უმაგათობა დაგვაქცევდა , დამიჯერეთ . მაგათზე ნაკლებს არ აკეთებს არცერთი სვანი , ხევსური , თუში , ხულოელი , რაჭველი და ა.შ. რომ დაცლილ სასაზღვრო სოფლებში სიდუხჭირის ზღვარზე ცხოვრობს და მოყვრის გასახარად ცეცხლს არ აქრობს მშობლიურ კერაზე .ასევე ჩვენი ჯარისკაცები , რომლებიც მედალზე კი არა , სიკვდილზე მიდიან აქ თუ საზღვარს გარეთ. იმათ ვაკლებთ ფულს და რაც შეუძლია ქვეყანას , სპორტის სხვადასხვა სახეობებს ეძლევათ . შესაბამისად , როცა საქართველოს სახელით გამოდიან , კეთილი ინებონ და არც თავი დაზოგონ და ღირსეულად მოიქცნენ . ნახევრად ძველი ბიჭი გინდა იყო და ნახევრად ძიუდოისტი , ან სხვა ეგრე არ გამოდის . ან ერთი იყავი და ან მეორე . კიდევ ვიმეორებ , პატივს ვცემ ყველა სპორცმენს , უპირობოდ და ვნერვიულობ ხშირად მაგათზე ნაკლებს არა , მაგრამ ეგ არ ნიშნავს , რომ იაპონიაში ჩხუბის და გარკვევების (ქუჩური გარჩევის უფლება ვინ მისცა მაგათ ?) მომწონებელი ვიყო .დალაგდნენ ჯობია , შერიგდნენ და ,,გემს მიხედონ , გემს " !
gerd miuleri
07 დეკემბერი 2018 18:33
1
ყველა გამოხმაურება
ძიუდოისტებს შეეშვით.დამნაშავე თქვენს მმართველობაში ეძებეთ უნამუსოებო
ვახო
04 დეკემბერი 2018 09:51
8
ისეთი სტატიები მაინც დაწერეთ რომ ასე გადამეტებით არ იგრძნობოდეს ფულის ტომარა ბიძინას გავლენა.ცირკია რა
ვახო
04 დეკემბერი 2018 09:49
17
ინტრიგნული სტატიაა:კი ბატონო,გამოძიებამდეის პორტსმენები არუნდა მონაწილეობდნენ,კი ბატონორომ უნდა დაისაჯონ,მაგრამმალავენო და ამას ქართულ მენტალიტეტს უკავშირებ და გარჩევებზე საუბრობ და ამდროს აქ ვითომ ვერ გაარჩევდნენ და ეხლა ჩინეთში იჩხუბებენო,ანუ ფედერაციამეხლა ესენი დატოვა უმცირესობაში და ისინი გალახავენ??დაუფიქრდი სულცოტა მაინც რას წერ,გასარჩევს უკვე გაარჩევდნენ და მოსახვედრს მოხვდებოდა..ასერომ ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე გახდება პასუხისმგებელი იმისა რომ ჩინეთში არაფერი არ მოხდება...არ მიაბლოკოთ,როგორც ხშირად იცით...
euhh
03 დეკემბერი 2018 23:51
19
ტატამზე საქართველოს სახელით როცა გამოდიხარ იქ მთავრდება ყველაფერი პირადული და შენ საქართველოს ეკუთვნი! ამიტომ სწორად უნდა მოიქცე არა მარტო ტატამზე, არამედ ცხოვრებაშიც, რადგან შენს ყოველ ნაბიჯს მომავალი თაობა უყურებს და აკვირდება და თუ შენ ცუდი მაგალითი მიეცი ეს მარტო გუნდისათვის კი არ არის ცუდი არამედ მომავალ თაობას გვიზიანებს. ყველა ვინც კი ამ სამარცხვინო გარჩევასა და ჩხუბში მონაწილეობდა დანაშაულის მიხედვით უნდა დაისაჯოს და დისკვალიფიცირდეს! ჯობს ეხლა ამ ეტაპზე შედეგიანობაში დაგვაკლდეს, ვიდრე თაობა დავკარგოთ!
Gio
04 დეკემბერი 2018 10:04
5
ობიექტური სტატიაა, ყოჩაღ გალაქტიონ რომ ესე გაბედულად დაწერე.
shimshila
03 დეკემბერი 2018 21:26
9
როგორც მთავრობა ყველა საკითხზე ტყუის რათქმა უნდა მათი ქვეშმდომი ფედერაციაც სიცრუით სულდგმულობს, დღეს საქართველოში სიცრუის ავტომანქანაა გაბატონებული
nana
03 დეკემბერი 2018 18:25
5
Tavshi avardnili da unamusod moasparezeni tushishvili chamkacilet da gayaret suyvelaniii
Soso
03 დეკემბერი 2018 18:24
7
მორჩეს ეს ბარდაგი და დრო ნუ გაგყავთ.ყველა ჩამოაშორეთ ძიუდოს,ვინც შეგვარცხვინა.
status quo
03 დეკემბერი 2018 17:55
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული