გუანჯოუს მასტერსის ფინალი: პაპინაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 დეკემბერს გუანჯოუს მასტერსის ფინალში ამირან პაპინაშვილი (60) რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიობაძესთან დამარცხდა.

ძიუდოისტებს შორის შეხვედრის ძირითადი დრო უშედეგოდ დასრულდა, ხოლო დამატებით დროში ოქროს ქულა მშვიდობაძემ მოიპოვა, შესაბამისად პაპინაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

პაპინაშვილმა ფინალამდე ამარტუვშინ დაშდავას სძლია, ხოლო მანამდე რუსეთის წარმომადგენელ ისლამ იაშუევს და ჩინელ იუ შენგს მოუგო.

60 კილოგრამში საქართველოს მეორე წარმომადგენელი ლუხუმ ჩხვიმიანი რობერტ მშვიობაძესთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრაზილიელ დანიელ გარნინის დაუპირისპირდება.

73-ში 66-ის მსგავსად ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს,
მისი მეტოქე მონღოლი ოდბაიარ განბაატარი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს სპორტია. მშვიდობაძე რუსეთის ნაკრების სახელით გამოდის და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. სხვა საქმეა რუსეთში, რომ მიდიან. წავიდა აგერ ესპანეთში და პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ესპანეთის სახელით და ქუჩასაც დაარქვეს მისი სახელი. რუსეთში კი ხვალ შეიძლება სულ დაუძახონ ნაკრებში და მიავიწყდეთ კიდეც.
რამაზი
15 დეკემბერი 2018 16:02
3
ნათია შვილო,ვწერ და არა ვამბობ.ვინ მოგცათ უფლება,რომ შენობით მომართავთ?
გიოშა
15 დეკემბერი 2018 16:55
7
სამწუხაროა მართლაც ქართველი როდესაც რუსეთის სახელით გამოდის, მაგრამ ამ სპორტში ეს ხშირად ხდება. ბუნებრივია, ჩვენ ასეთ ქართველს არ ვგულშემატკივრობთ, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით მშვიდობაძეს ვერ დავუკარგავთ წარმატებას. ფაქტია, ჩვენს მოჭიდავეებს ბევრჯერ შეუქმნა პრობლემები. პაპინაშვილისთვის კი ნამდვილად წარმატებაა ეს შედეგი, თუ ჩვენს ძიუდოში არსებულ სიტუაციას გავითვალისწინებთ. იმედია მოუმატებს და შედეგიც არ დააყოვნებს
: )))))))
15 დეკემბერი 2018 15:24
4
რა სულ ამასთან ვმარცხდებით ნერვები მეშლება
TP
15 დეკემბერი 2018 20:33
1
ნათია,ეს მექანიკური შეცდომაა და არა გამიზნული.ცნობისთვის ფილოლოგი ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი და არა უწიგნური(ზოგიერთებივით).სპორტსმენი და არა სპორცმენი,რაც რამოდენიმეჯერ გიწერიათ და მექანიკურ შეცდომად ვერაფრით ვერ ჩაითვლება. პ.ს.ბოდიში ასეთი მომმართვისთვის.:)
გიოშა
19 დეკემბერი 2018 17:02
0
ნათია ეს მექანიკური შეცდომაა და არა გამიზნული.ცნობისთვის ფილოლოგი ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი და არა უზრდელი.ბოდიში :)))
გიოშა
19 დეკემბერი 2018 15:30
0
მშვიდობაძე და არა მშვიობაძე
ფერნანდო
15 დეკემბერი 2018 18:44
5
ნათია,ეს მექნიკური შეცდომაა და არა გამიზნული.ცნობისთვის ფილოლოგი ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი და არა უწიგნური(ზოგიერთებივით).სპორტსმენი და არა სპორცმენი,რაც რამოდენიმეჯერ გიწერიათ და მექნიკურ შეცდომად ვერაფრით ვერ ჩაითვლება. პ.ს.ბოდიში ასეთი მომმართვისთვის.:)
გიოშა
19 დეკემბერი 2018 16:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული