გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"როგორც ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, 2019 წლის 12 იანვარს სასტუმრო "ბილტმორში", 12:00 საათზე ჩატარდა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის მიერ დაანონსებული ძიუდოს, როგორც ერთიანი სპორტული ოჯახის გაფართოებული შეხვედრა, პირობითი სახელწოდებით, "ძიუდოს ღირსების დარბაზი", რომლის მიზანიც გახლდათ ფედერაციაში შექმნილი მდგომარეობის დეტალური განხილვა და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. შეხვედრაზე, კლუბების გარდა, მოწვეულნი იყვნენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ვეტერანი ძიუდოისტები, ასევე, ყველა
თითოეულ წევრს მიეცა საშუალება თავისი აზრის დაფიქსირების, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვა, რომლის ძირითად პათოსადაც განისაზღვრა ყველა დაპირისპირებული ჯგუფისა თუ პიროვნებებთან მიმართებაში შემრიგებლური, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გაჯერებული პოზიცია. ამავე დროს, კენჭისყრის ფორმატით სრული მხარდაჭერა იქნა გამოცხადებული ეროვნული ნაკრების გუნდის მთავარი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის, ასევე, ახლად არჩეული პრეზიდენტისა და აღმასკომის მიმართ.
შესაბამისად, მიეცა რეკომენდაცია აღმასკომის გაფართოებული ფორმატის ფარგლებში უკვე შექმნილ კომისიას, ერთი მხრივ, პირველ რიგში მუშაობა გააგრძელოს არა სადამსჯელო, არამედ სწორედ ურთიერთობის ნორმალიზებისა და ბოლო პერიოდში ცალკე გამოკვეთილი ჯგუფებისა თუ ინდივიდუალურად ცალკე აღებული პიროვნებების ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ, იყოს მაქსიმალურად მკაცრი და მომთხოვნი მომავალში ყველა ისეთი თვითნებური ქმედების მიმართ, რომელიც ლახავს ძიუდოს, როგორც ერთიანი ოჯახის, სახელსა და ინტერესს."
თუ აქამდე ძიუდოს ფედერაცია არ აფიქსირებდა, რომ რაიმე სახის დაპირისპირება მოხდა, ამჯერად უკვე დაპირისპირებულ ჯგუფებზე საუბრობს. ესეც პროგრესია, რადგან აქამდე უნდოდათ დაგვეჯერებინა, რომ სრულ იდილიაში ცხოვრობდნენ.
"ძიუდოს ღირსების დარბაზს" კი ერთი რამ გამორჩა, რომ ძიუდო ხალხისაა, ხალხის ფულით ფინანსდება და კეთილი უნდა ინებონ, ნაცრის შეყრის ნაცვლად პასუხები გასცენ. რამდენად სამართლიანია, რომ კონკრეტული სპორტსმენი ჩემი ფულით ისვენებს და ამავდროულად, სახელსაც მირცხვენს? საგამოძიებო კომისიის ნაცვლად ცოდვების მიმტევებელი და შემრიგებელი კომისია მივიღეთ. ისე გამოვიდა, რომ ფედერაციამ უბრალოდ დრო გაწელა, სურდათ, მღელვარება ჩაექროთ და ახლა ზედმეტ თავის ტკივილს, სიტუაციიდან გამოძრომა არჩია.
არადა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გამჭვირვალე კომისიას გვპირდებოდა, სადაც აღმასკომის წევრები, ვეტერანი ძიუდოისტები, სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის სპორტის კომიტეტი, ოლიმპიური კომიტეტი და ჟურნალისტებიც იქნებოდნენ.
თუმცა "ძიუდოს ღირსების დარბაზში" ბოლო ოთხს რა ესაქმებოდა, ხომ შეიძლება მათი აზრი რომელიმეს არ გაეზიარებინა და დანარჩენი დელეგატების მსგავსად მათთვის კვერი არ დაეკრა?
გიორგი ათაბეგაშვილი: შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს მოხდა თუ არა ოსაკაში ინციდენტი
ყველაზე ცუდი, იცით, რა არის? ამ ყველაფერს მომავალი თაობა უყურებს და მათ აუცილებლად ექნებათ უსამართლობის განცდა, მომავალი თაობა კი ძიუდოს ღირსებისა და წმინდა წესების საფუძველზე უნდა გაიზარდოს, უფროს თაობაში მათ თავიანთი რჩეული უნდა ჰყავდეთ, ვისაც მიბაძავენ, ფედერაცია კი მათ განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს და აჩვენებდეს, რომ დისციპლინა წარმატების საწინდარია, მისი დარღვევა კი ხალხის უპატივცემულობაა და არასდროს არ უნდა მოხდეს ეს.
ამაზე მეტად პასუხისმგებლობის შეზღუდვა სად გაგონილა :D
სკკპ-ს ყრილობაზე ნათქვამ განცხადებას გავს. შუალედებში ხანგრძლივი და მქუხარე ტაში აკლია, შიგადაშიგ აპლოდისმენტებში გადაზრდილი და ეგაა.