ვინ მიდის პარიზის გრანდ სლემზე? - 14 კაციანი სია ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე დარეგისტრირდა და ცნობილია იმ 14 ძიუდოისტის ვინაობა, ვინც 9-10 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქში წარსდგება.

ქართველთა შემადგენლობა სრულად ვაჟ ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული, ქალები 24 იანვარს თელ ავივში იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არარიან ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი, რომლებიც ალბათ თებერვლის ბოლოს დიუსელდორფში გამოჩნდებიან.

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით წარსდგება:

  • 60 კგ – ამირან პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე

  • 66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი და ნიკო ჭიკაიძე

  • 73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი

  • 81 კგ – ბექა
    დონღვანი და კობა მჭედლიშვილი

  • 90 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი

  • 100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური

  • +100 კგ – ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე

altთვალებში კვლავ ნაცარს გვაყრიან - საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება


მკითხველის კომენტარები / 16 /
81-ში რატომ არ არის ლუკა მაისურაძე მან ხომ ფენომენალურად ჩაატარა 2017-წელი ამ წონაში ჩვენ ლიცენზია გვჭირდება იგივე ვლადიმერ ახალკაცი ან თამაზ კირაკოზაშვილი მათ დაიმსახურეს ნაკრებში გამოსვლა! ან 90-ში რატომ არ არის პაპუნაშვილი მან ხომ საქართველოს ჩემპიონატზე დაამტკიცა რო ამ წონის ერთერთი ლიდერია! დანარჩენ წონებში ვეთანხმები მწვრთნელის გადაწყვეტილებას.
lelo
20 იანვარი 2019 18:12
4
ჯერესერთი 81-ში პირველ რიგში ლუკაზე გავაკეთე აქცენტი რომელმაც ყველა ტურნირი მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ ფინალს თუ არ ჩავთვლით სადაც უკეთესათ იჭიდავა ვიდრე მოწინააღმდეგემ. რაც შეეხება ახალკაცს ის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი გახდა სადაც ფინალში კირაკოზაშვილს უნდა შეხვედროდა რომ თამაზის ტრამვა არ მოსვლოდა. რატომღაც პაპუნაშვილი არ გყავს მოხსენიებული რომელმაც ჯერ ავთოს მოუგო თანაბარ ბრძოლაში და შემდეგ მარგიანს რაც უქნა ფინალში თუ გულშემატკივარი ხარ გეხსომება. მემგონი გაგეცი პასუხი რის იმედზე ვამყარებ!
lelo moica-s
21 იანვარი 2019 11:27
2
ეს პირველადი შემადგენლობაა შეიცვლება .ახალკაცი ძალიან პატარაა ამ დონის ტურნირისთვის ჯერ არც ეკუთვნის . კირაკოზაშვილს რაც შეეხება ძიუდისტისგან რომელსა. 12 ტურნირზე 1 მედალი აქ რა ოლიმპიურ ლიცენზიას ელით? მაინტერესებს რის საფუძველზე ამყარებთ იმედს
moica
20 იანვარი 2019 20:40
7
საქართველოს ჩემპიონი, პაპუნაშვილი სად არის? მისგან დამარცხებული ხალხი რატომ მიდის ტურნირზე? ცოტა აზრზე მოვიდეს ფედერაცია თორემ ქუჩაში მოვარჯიშე კაცებმა უკეთ ვიცით მუშტის და იარაღის გამოყენება ვიდრე რომელიმე კაი ბიჭის სტილის ძიუდოისტმა 90 კილოგრამში
ნიკა
21 იანვარი 2019 01:01
4
დამავიწყდა წინა კომენტარში დამეწერა: ხელფასებს ხომ ჩვენ ვუხდით ამ ფედერაციასა და მწვრთნელებს და ცოტა მეტი ანგარიშვალდებულება გულშემატკივართან არ აწყენდათ. აღარაა საბჭოთა კავშირი და ნუ იბღინძებიან და პოზებს ნუ იჭერენ როდესაც კონკრეტულ მათთვის არამაამებელ კითხვებს უსვამენ. მაგათ ძიუდოს ოჯახს ჩემი და თქვენი ოჯახები აფინანსებენ.
გიორგი
21 იანვარი 2019 00:01
3
ჭრიკიშვილო დააგდე წონა და დაბრუნდი 81-ში, არა ხარ 90-ის კაცი. ჭამა-ყლაპას არ უნდა გადააყოლო კარიერა.
emigranti
21 იანვარი 2019 02:08
2
81-ში რომ დაიკლოს მერე შეიძლება ტატამამდე თავის ფეხით ვეღარ მივიდეს.
aleqsandre
21 იანვარი 2019 11:16
3
იქნებ პირველ რიგში ჟურნალისტებმა და თქვენთან ერთად ჩვენც გულშემატკივარმა, მოვთხოვოთ ძიუდოს ფედერაციას რის საფუძველზე და როგორ ხდება ნაკრების დაკომპლექტება. ან გვითხრან რა პოლიტიკის საფუძველზე ხდება ნაკრებში სპორტსმენის შერჩევა. მინიმუმ მთავარმა მწრთვნელმა ხომ უნდა დაასაბუთოს და ახსნას თუ რატომ ირჩევს ამა თუ იმ შეჯიბრისთვის კონკრეტულ სპორტსმენს. იქნებ ჩვენი თხოვნით დაუსვათ ეს კითხვები და სთხოვოთ დასაბუთება.
გიორგი
20 იანვარი 2019 23:55
2
ამ მარგიან ჩხვიმიანებს როდისმე მოაშორებენ ნაკრებიდან? რა მარგიანი, რა ჩხვიმიანი კარგით რა, სირცხვილია. შეიძლება ისინი კარგი ძიუდოისტები არიან მაგრამ არა საქართველოს კვალობაზე, ჩვენ მეტზე გვაქვს პრეტენზია, აღარ გვინდა მარგიანის და ჩხვიმიანის ჯაჯგური, ტატამზე ფორთხვა და მერე მოწინააღმდეგეზე და მსაჯებზე უკმაყოფილო სახეებით ტატამის დატოვება.
fraternity
21 იანვარი 2019 14:08
3
შე ბელთაყვა კაცმა 2 თვის წინ ოიმპიურ ჩემპიონს მოუგო საკუთარ ქვეყანაში და შენ ნაკრებიდან აგდებ? როდის ნახე მარგიანის ფორთხვა სრულიად შემტევი სტილი აქ. მსოფლიოს და ტოკიოს გრანდ ლემის პრიზიორია არაა მსოფლიო დონის??? წადი რა ფეხბურთს უყურე არაა ძიუდო შენი საქმე
რეგვენას
21 იანვარი 2019 16:29
3
მარგიანზე რა ვთქვა მაგრამ ჩხვიმიანი მართლა ტურისტია, თან უდისციპლინო:((
ambebi
22 იანვარი 2019 10:08
0
რა არი ვერ გავიგე რააა, ჯუმბერას ბიჭი რატო არ არი... ყველას მოუგო და ვის უნდა მოუგოს კიდევ, სტალინს ხო არ დაეჭიდება... სამართლიანები იყავით რააა... ბიჭებს წარმატებები
shhshh
22 იანვარი 2019 07:43
0
ლაშა, დაანებე თავი, არ წახვიდე. კიდე გცემენ. (ისე კი ხარ საცემი, ოღონდ სხვა რამეზე).
გიგილო
21 იანვარი 2019 11:01
8
ჩაკვეტაძეს ტრამვა აქვს ჯერ. მაგრამ არაუშავს. ჯანოს იმედზე ვარ. იმედია მიოგებს
სიმონ
21 იანვარი 2019 23:35
0
და თელ ავივში ვინმიდის შემადგენლობა დადეთ რა თუგაქვთ
ცარუ
24 იანვარი 2019 10:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული