
მარიამ ჭანტურია (70) პირველივე შეხვედრაში იარდენ მაიერსონთან შეხვედრის დასრულებამდე 33 წამით ადრე იპონით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მარიამ ჭანტურიას გარდა, ქართულ დელეგაციას სხვა წარმომადგენელი არ ჰყავდა.
26 იანვარს კი საქართველოს ნაკრების ბოლო წარმომადგენელი სოფიო სომხიშვილი (+78) იასპარეზებს.
24 იანვარს თელ-ავივში მარიამ ჯანაშვილმა, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა (ორივე 52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) იასპარეზეს, თუმცა მედლის მოპოვება ვერ შეძლეს.