შოთა ხაბარელი: ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა

AutoSharing Option
ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, ძიუდოს ფედერაციაში წელიწადია უკვე დაპირისპირებაა და დღეს ეს საკითხი უკვე ამოწურულია.

„ძიუდოისტები შერიგდნენ, პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ უნდა იყოს, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო", - განაცხადა ხაბარელმა.

საპატრიარქოში იმყოფებოდა ასევე ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

„ძიუდოს ფედერაციაში ბოლო დროს
განვითარებული მოვლენების გამო სიტუაცია არ იყო დალაგებული. აქედან გამომდინარე, უწმინდესის თხოვნით და ლოცვა-კურთხევით, მთელი ნაკრები, ძიუდოს ოჯახი სრული შემადგენლობით იყო მოსული. უწმინდესმა დაგვლოცა და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

altსაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს

altთვალებში კვლავ ნაცარს გვაყრიან - საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
რას ქვია შეარიგეს და მორჩა? გამოსწორდა ყველაფერი? პრობლემებს ეშველა უკვე? რა სისულელეებს აჯერებთ ხალხს.ბარემ ფედერაციის პრეზიდენტად მამაო ხო არ დავნიშნოთ? ან თუ რომელიმე წონაში გაგვიჭირდება ხო არ დავიმატოთ ნაკრებში?
ირაკლი
17:51 30-01-2019
8
შერიგება ძალიან კარგი. მაგრამ გამომწვევი მიზეზები რა იყო ვინმემ ან შეისწავლა ან გააანალიზა ან დასკვნა გააკეთა. დარწმუნებულები არიან, რომ ხვალაც შესარიგებოლები არ იქნებიან? ვაი დისციპლინა და წესრიგი. სანამ დამნაშავე არ დაისჯება არაფერი არაა საშველი. დაუჯელობის სინდრომი მოსპობს ამ სპორტს თუ ესე გაგრძელდა
გიორგი
17:33 30-01-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული