შოთა ხაბარელი: ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა

AutoSharing Option
ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, ძიუდოს ფედერაციაში წელიწადია უკვე დაპირისპირებაა და დღეს ეს საკითხი უკვე ამოწურულია.

„ძიუდოისტები შერიგდნენ, პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ უნდა იყოს, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო", - განაცხადა ხაბარელმა.

საპატრიარქოში იმყოფებოდა ასევე ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

„ძიუდოს ფედერაციაში ბოლო დროს
განვითარებული მოვლენების გამო სიტუაცია არ იყო დალაგებული. აქედან გამომდინარე, უწმინდესის თხოვნით და ლოცვა-კურთხევით, მთელი ნაკრები, ძიუდოს ოჯახი სრული შემადგენლობით იყო მოსული. უწმინდესმა დაგვლოცა და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

altსაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს

altთვალებში კვლავ ნაცარს გვაყრიან - საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
ძალიანაც კარგი თუ შერიგდნენ და აწი მშვიდობა დაისადგურებს, მაგრამ ის მიკვირს, როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციაა ჩამოსული უკრაინის საკითხის გადასაწყვეტად ჩვენ ძიუდოისტებს ვარიგებთ? რაღაც არ ჯდება ლოგიკაში
/*\
30 იანვარი 2019 15:23
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული