პარიზის გრანდ სლემი: ქართველებმა 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
9 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ფინალში მოლდოველ დენის ვეირუსთან დამარცხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავის წონით კატეგორიაში რეიტინგით ლიდერია.

თეიმურაზ ნოზაძემ (60 კგ) ისრაელის წარმომადგენელს დენიელ ბენ დავიდს სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ის ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან დამარცხდა.

ლაშა შავდათუაშვილთან (73 კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი არ გამოცხადდა და ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ხვალ ტურნირზე კობა მჭედლიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ)
ლაშა ტაველური (100 კგ), ონისე ბუღაძე (+100 კგ) და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ.) იჭიდავებენ.





მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიპოც ფინალშია,ნახევარ ფინალი,კორეელ მსოფლიოს ჩემპიონს მოუგო საუფთად,არა და ვაზარით აგებდა.
სოსო
10 თებერვალი 2019 17:56
0
პირველ რიგში მივულოცავ წარმატებას ბიჭებს.
1. თემურ ნოზაძე – შესანიშნავი ძიუდოისტია. ჩემი აზრით ძალიან დამაჯერებლად და კარგად იჭიდავა. ცოტა მეტიც და მის დიდ წარმატებებს ვიხილავთ.
2. ვაჟა მარგელაშვილი, ალბათ ერთ–ერთი ის ძიუდოისტია ვინც ყველაზე ლამაზად და მრავალფეროვნად ჭიდაობს. უბრალოდ ამ ადამიანს კარგი ფსიქოლოგი სჭირდება: ფინალების მოგება მართლა უჭირს.
გიორგი
10 თებერვალი 2019 17:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული