პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ნახევარფინალში, ერთი რეპეშაჟში [VIDEO]

AutoSharing Option
9 თებერვალს საფრანგეთში პარიზის გრანდ სლემი დაიწყო, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობენ.

თემურ ნოზაძე პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. ხოლო შემდეგ კი მასპინძელი ფრანგი ვინსენტ ლიმარიც დაამარცხა.

მეოთხედფინალში ნოზაძემ ეკვადორელი ლენინ პრესიადო იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში იაპონელ ნაოჰისა ტაკაოს შეხვდება.

თეიმურაზ ნოზაძე - ფრანცისკო გარისო

ნოზაძის მსგავსად პირველ წრეში ჯაბა პაპინაშვილიც ისვენებდა. მეორე წრეში მან საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს სძლია. სამწუხაროდ მომდევნო ეტაპზე ჯაბა ყაზახ იელდოს მეტოვთან დამატებით დროში
დამარცხდა.

ჯაბა პაპინაშვილი - ლუკა მხეიძე

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკო ჭიკაიძე მეორე წრეში მონღოლ მუხანბარ ნერგუისთან დამარცხდა.

ვაჟა მარგველაშვილმა მეორე წრეში ფრანგი კევინ აზემა იპონით დაამარცხა, შემდეგ იტალიელ მატეო მედვესს მოუგო. მეოთხედფინალში კი გერმანელი სებასტიან სეიდლის დამარცხება არ გასჭირვებია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ებრაელ ბარუჰ შმაილოვს შეხვდება.

ვაჟა მარგველაშვილი - კევინ აზემა

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილი პირველივე წრეში ალჟირელ ფეტჰი ნურინთან დამარცხდა.

ლაშა შავდათუაშვილმა კი არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი ვიკტორ სკვორტოვი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ამის მერე ბერძენ გეორგიოს ზოდისის მოუგო.

სამწუხაროდ მეოთხედფინალში მონღოლ ცოგტაბაარ ტსენდ-ოჩირთან დამატებით დროშ დამარცხდა და რეპეშაჟში სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული