9 თებერვალს საფრანგეთში პარიზის გრანდ სლემი დაიწყო, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობენ.
ქართველებს სამი მედლის მოპოვების შანსი აქვთ.
ფინალურ სტადიაზე 6 ქართველი ძიუდოისტიდან მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში ებრაელ ბარუჰ შმაილოვი დამატებით დროში დაამარცხა. ფინალში მარგველაშვილი მაკედონიელ დენის ვიერუს შეხვდება.
ვაჟა მარგველაშვილმა მეორე წრეში ფრანგი კევინ აზემა იპონით დაამარცხა, შემდეგ იტალიელ მატეო მედვესს მოუგო. მეოთხედფინალში კი გერმანელი სებასტიან სეიდლის დამარცხება არ გასჭირვებია.
ვაჟა მარგველაშვილი - კევინ აზემა
66-ში ჩვენი მეორე წარმომადგენელი ნიკო ჭიკაიძე მეორე
წრეში მონღოლ მუხანბარ ნერგუისთან დამარცხდა.
თემურ ნოზაძე (60) ნახევარფინალში იაპონელ ნაოჰისა ტაკაოსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ებრაელ დანიელ ბენ დავიდს დაუპირისპირდება.
ნოზაძე პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. ხოლო შემდეგ კი მასპინძელი ფრანგი ვინსენტ ლიმარიც დაამარცხა. მეოთხედფინალში ნოზაძემ ეკვადორელი ლენინ პრესიადო იპონით დაამარცხა.
თეიმურაზ ნოზაძე - ფრანცისკო გარისო
ნოზაძის მსგავსად პირველ წრეში ჯაბა პაპინაშვილიც ისვენებდა. მეორე წრეში მან საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს სძლია. სამწუხაროდ მომდევნო ეტაპზე ჯაბა ყაზახ იელდოს მეტოვთან დამატებით დროში დამარცხდა.
ჯაბა პაპინაშვილი - ლუკა მხეიძე
ლაშა შავდათუაშვილმა (73) რეპეშაჟში სომეხი ფერდინანდ კარაპეტიანი დაამარცხა ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
აქამდე შავდათუაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი ვიკტორ სკვორტოვი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ამის მერე ბერძენ გეორგიოს ზოდისის მოუგო.
სამწუხაროდ მეოთხედფინალში მონღოლ ცოგტაბაარ ტსენდ-ოჩირთან დამატებით დროშ დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.
სამწუხაროდ მეოთხედფინალში მონღოლ ცოგტაბაარ ტსენდ-ოჩირთან დამატებით დროშ დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.
ლაშა შავდათუაშვილი - ვიკტორ სკვორტოვი
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილი პირველივე წრეში ალჟირელ ფეტჰი ნურინთან დამარცხდა.
ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება.