ფოტო: Ijf.org
15-17 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გრანდ სლემი გაიმართება, სადაც მონაწილეობას საქართველოს 12 ძიუდოისტისგან შემდგარი ნაკრები მიიღებს.
ტურნირში ვერ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი ( 66 კგ). მას ნეკნი აქვს დაზიანებული და გუნდს დააკლდება.
სამაგიეროდ, რუსეთში იჭიდავებს ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ არცერთ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
66 კგ - ბაგრატ ნინიაშვილი
81 კგ - ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი
90 კგ - უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი
100კგ - ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი
100 კგ - გელა ზაალიშვილი
ძიუდოს რეიტინგი: პირველი კვლავ ქართველია, შავდათუაშვილმა კი ათეული დატოვა