ეკატერინბურგის გრანდ სლემი. III დღე: ბექა ღვინიაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: Ijf.org

ბექა ღვინიაშვილი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეკატერინბურგის გრანდ სლემის ფინალში დამარცხდა.

ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბრძოლაში ჰოლანდელ ნოელ ვან ტი ენდთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციის გამო ბექას დიდი დრო გაუცდა და ეს 2017 წლის შემდეგ მისი პირველი ტურნირია.

საქართველოს ნაკრები ეკატერინბურგში 12-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა და უკან სამი მედლით ბრუნდება.

ბექა ღვინიაშვილის გარდა, ბრინჯაოს მედლებს ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ლუკა მაისურაძე (81) დაეუფლნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გული დამწყდა. არადა შეიძლებოდა ცოტა ხანიც გაეძლო!
დავით 67
05:44 22-03-2019
0
დაბრუნდა ჩვენი ბიჭი :)
გულშემატკივარი
10:51 19-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული