Breaking News: გურამ თუშიშვილი ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

შესაბამისად, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის გრან პრის გამოტოვებს, რომელიც 29 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრიზე ვერ იჭიდავებს. ამის მიზეზი გახდა გურამ თუშიშვილის მონაწილეობა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით, ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა
25 მარტიდან დაიწყება", - წერია ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოს დედაქალაქს 55 ქვეყნიდან 429 ძიუდოისტი, მათ შორის, 238 კაცი და 191 ქალი ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგ აკრძალვის დაკანონებაზე,საქართველოს ფედერაციამაც მოაწერა ხელი?მოსტყდეს ის მარჯვენა,ვინც ამას დაეთანხმა.საშვილიშვილოდ და სამარცხვინოდ გასაგდებია სპორტიდან.ამთ ხომ ქართული ჭიდაობის სიკვდილით დასჯას მოაწერა ხელი.
სოსო
13:41 27-03-2019
6
ეს რაღა უბედურებაა?! მსოფლიო რეიტინგის #1-მა ძიუდოისტმა არ იცოდა ეს რეგულაცია, ისევე, როგორც მთელმა ძიუდოს ფედერაციამ?! :/
ვვვ
12:25 27-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული