ფოტო: facebook.com/ijudo
29 მარტს თბილისის გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც მონაწილეობა 14 ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო.
ჩვენმა სპორტსმენებმა პირველ დღეს 4 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.
ოქროს მედლის მფლობელი ლუხუმ ჩხვიმიანი (60) გახდა. ვერცხლის მედალი გიორგი თუთაშვილს (66) ერგო.
ბრიჯნაოს მედლები კი ჯაბა პაპინაშვილმა (60) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66) მოიპოვეს.
60 კგ.
ირაკლი კუპატაძემ პირველ წრეში ჰაკბერდი ჯუმაიევის (თურქმენეთი) მოუგო, შემდეგ კი ვალიდ ჰიართან (საფრანგეთი) გაფრთხილებებით წააგო.თემურ ნოზაძემ პირველ წრეში ბალბაი აღაევის (აზერბაიჯანი) სძლია, თუმცა
ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ჟაკსიბეკ ჟენისბეკი (ყაზახეთი)
ლამაზი გდებით დაამარცხა.
ჩხვიმიანმა მომდევნო შეხვედრაში ბრაზილიელი ფელიპე კიტადაი დაამარცხა და ნახევარფინალში მონღოლ ბოლდბაატარ განბატს შეხვდა, რომელსაც იპონით მოუგო. ამ გამარჯვების შემდეგ ჩხვიმიანი ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის წარმომადგენელ ვალიდ ჰიარის დაუპირისპირდება და ვაზარით დაამარცხა.
ჯაბა პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო შემდეგ დილშოტ ხალმატოვი (უკრაინა) იპონით დაამარცხა. შემდეგ კი მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან დამარცხდა და რეპეშაჟში ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის შეხვდა, რომელიც იპონით დაამარცხა.
პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელ არტიომ ლესიუკს დაუპირისპირდება და იპონით გაიმარჯვა.
66 კგ.
გიორგი გუგულაშვილი პირველივე შეხვედრაში დმიტრი შერშანთან ვაზარით (ბელორუსი) დამარცხდა.ნიკო ჭიკაიძემ მეორე წრეში არტიომ ფალკივსკი (უკრაინა) იპონით დაამარცხა, შემდეგ კი აზერბაიჯანელ იბრაჰიმ ისმაილოვთან იპონით წააგო.
ბაგრატ ნინიაშვილმა მეორე წრიდან დაიწყო და ნეითონ ბერნსი (ირლანდია) იპონით დაამარცხა. ნინიაშვილის მომდევნო მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი ანზაურ არდანოვი იყო, რომელიც ჯერ ვაზარზე დააგდო, საბოლოოდ კი იპონით დაამარცხა. სამწუხაროდ, ნინიაშვილმა ინდოელი მეტოქე ვერ დაამარცხა, რომელსაც ვაზარით უგებდა, თუმცა საბოლოოდ იპონით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ნინიაშვილი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მონღოლ ალტანსუკ დოვდონს შეხვდა და ვაზარით მოიგო.
ნინიაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვს დაუპირისპირდა და იპონით მოიგო.
გიორგი თუთაშვილმა მეორე წრეში სერჟი ოლეინიკი (პორტუგალია) ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი აზერბაიჯანელ ილკინ ბაბაზადას ვაზარით სძლია. მეოთხედფინალში თუთაშვილმა მონღოლ ალტანსუკ დოვდონს სძლია და ნახევარფინალში ინდეოლ იასლინ სინს შეხვდა, რომელმაც ნინიაშვილი დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ინდოელი მეტოქე ნამდილად ძლიერი ოპონენტი აღმოჩნდა. თუთაშვილი ვაზარით იგებდა და შეხვედრის ბოლო წამებზე ინდოელმა სპორტსმენმა გაათანაბრა, ბრძოლა ოქროს ქულამდე გაგრძელდა, სადაც საბოლოოდ თუთაშვილმა იპონით იმარჯვა.
გიორგი თუთაშვილი ფინალში ებრაელ ტალ ფლიკერს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.
გოგონები
თბილისის გრან პრის პირველი საშეჯიბრო წარუმატებელი აღმოჩნდა ქართველი გოგონებისთვის.ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველ წრეში ანაილის დორვინს (კუბა) შეხვდა და თავიდან ვაზარით აგებდა, თუმცა შემდეგ შეხვედრა შემოუტრიალა და საბოლოოდ იპონით მოუგო.
მეორე შეხვედრაში ლიპარტელიანმა გერმანელ საპო კობანს მოუგო. ლიპარტელიანი მეოთხედფინალში კოსოვოს წარმომადგენელ ნორა გჟაკოვას შეხვდა და ვაზარით წააგო.
ამის შემდეგ ლიპარტელიანმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პოლონელ ანა ბოროვსკასთან იპონით წააგო და მედლისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.
ნატალია ყიფშიძე (48 კგ) პირველ წრეში აზიზა ნაზაროვას (თურქმენეთი) შეხვდა და მეტოქე ისე გაგუდა, რომ ცოტა ხანი გონზე ვერ მოდიოდა.
სამწუხაროდ, ყიფშიძეს წილისყრაში არ გაუმართლა და მისი მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, უკრაინელი დარია ბილოდი იყო. შეხვედრა უკრაინელის აქტიურობით დაიწყო და ქართველ ძიუდოისტს მალევე ორი გაფრთხილება მიაღებინა, 2 წუთში კი იპონით მოიგო.
მარიამ მახარაშვილი (48 კგ) პირველ წრეში კიმბერლი რენიქსს (დიდი ბრიტანეთი) შეხვდა და ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი მელანია კლემენტს (საფრანგეთი) შეხვდა და დამატებით დროში თავად დამარცხდა.
მარიამ ციხელაშვილი პირველ წრეში (48 კგ) ნატალია ბრიჟიდას (ბრაზილია) შეხვდა და იპონით წააგო.
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) პირველ წრეში გულბადამ ბაბამურატოვას (თურქმენეთი) შეხვდა და იპონით დამარცხდა.
მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) პირველივე წრეში ფაიზა მოკდარისთან (საფრანგეთი) იპონით დამარცხდა.
ხვალ 30 მარტს საშეჯიბრო დღე 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე აიღებს სტარტს.
საქართველოს სახელით შემდეგი ძიუდოისტები გამოვლენ:
ვაჟები
73 კგ.
გიგანი-განბოლდი (მონღოლეთი)
იაშვილი - მინკოვი (ბელორუსი)
ჩიხელიძე - ჯუმანიაზოვი (თურქმენეთი)
გიუნაშვილი - შოკა (ბელორუსი)
81 კგ.
კაციაშვილი - კონრადი (გერმანია)
დონღვანი - რასულოვი (უზბეკეთი) VS ბალამპანა (საბერძნეთი)
გრიგალაშვილი - ომიროვი (თურქმენეთი)
მჭედლიშვილი - მარკონჩინი (იტალია)
გიგანი-განბოლდი (მონღოლეთი)
იაშვილი - მინკოვი (ბელორუსი)
ჩიხელიძე - ჯუმანიაზოვი (თურქმენეთი)
გიუნაშვილი - შოკა (ბელორუსი)
81 კგ.
კაციაშვილი - კონრადი (გერმანია)
დონღვანი - რასულოვი (უზბეკეთი) VS ბალამპანა (საბერძნეთი)
გრიგალაშვილი - ომიროვი (თურქმენეთი)
მჭედლიშვილი - მარკონჩინი (იტალია)
გოგონები
ბებოშვილი (63 კგ) - ტრაიდოსი (გერმანია)
ჭანტურია (70 კგ) - ვარგას კოხი (გერმანია)
ჭანტურია (70 კგ) - ვარგას კოხი (გერმანია)