30 მარტს თბილისის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიპოვეს.
30 მარტს სულ საქართველოს სახელით 10-მა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. აქედან ჩვენმა სპპორტსმენემა მხოლოდ 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ვალერი იაშვილმა მოიპოვა, ხოლო 81-ში ტატო გრიგალაშვილმა.
ვალერი იაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში დმიტრი მინკოვი (ბელორუსი) არ გამოცხადდა და ჩვენებურს გამარჯვება ჩაეთვალა. მომდევნო ორ შეხვედრაში იაშვილმა უკრაინელი დმიტრო კანივეცი და რუსი ოლეგ ბაბგოევი დაამარცა და თან ორივე იპონით. ნახევარფინალში
იაშვილი კუბელ მაგდიელ ესტრადას შეხვდა და იპონით დამარცხა. იაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცა.
ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში ისვენება, ხოლო მეორე წრეში დაიანჩ ომიროვს (თურქმენეთი) შეხვდა და იპონით მოუგო, შემდეგ რუს ალან ხუბეცოვს დამატებით დროში სძლია. სამწუხაროდ მეოთხედფინალში გრიგალაშვილი გერმანელ ტიმო კაველიუსთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც კობა მჭედლიშვილს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, საბოლოოდ კი მჭედლიშვილი სამი გაფრთხილებით დამარცხდა. ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ფრანგ ალფა უმარ ჯალოს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.
73 კგ.
ლაში გიუნაშვილი მეორე წრეში ვადიმ შოკას (ბელორუსი) შეხვდა და ვაზარით დაამარცხა, შემდეგპორტუგალიელ ნუნო სარაივას იპონით მოუგო. მომდევნო ეტაპზე გიუნაშვილი დენის იარცევს შეხვდა, თუმცა დამატებით დროში წააგო და რეპეშაჟში გადაიაცვლა, სადაც მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან სამი გაფრთხილებით წააგო.
ფრიდონ გიგანმა პირველ წრეში ჩოიჯილსურენ განბოლდი (მონღოლეთი) ეფექტური გდებით დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში შვეიცარიელ ნილს სტამპთან ვაზარით წააგო.
გიორგი ჩიხელიძე პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში შატლიკ ჯუმანიაზოვი (თურქმენეთი) სამი გაფრთხილებით დაამარცხა. მომდევნო შეხვედრა ჩიხელიძე მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან დამატებით დროში დამარცხდა.
81 კგ.
კობა მჭედლიშვილი მეორე წრეში მატეო მარკონჩინის (იტალია) შეხვდა და იპონით მოუგო, შემდეგ ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისაც იპონით სძლია. მეოთხედფინალში მჭედლიშვილი პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი გეგუტიძეს შეხვდა და იპონით დამარცხდა. მჭედლიშვილი რეპეშაჟში გრიგალაშვილთან დამარცხდა.გიორგი კაციაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ჰენესს კონრადს (გერმანია) შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.
ბექა დონღვანი მეორე წრეში კამოლიდინ რასულოვთან (უზბეკეთი) ვაზარით დამარცხდა.
გოგონები
კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენი გოგონების ასპარეზობა. ტურნირის მეორე დღეს ორივე ქართველი ძიუდოისტი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.მზია ბებოშვილი (63 კგ) მეორე წრეში მარტინა ტრაიდოსთან (გერმანია) იპონით დამარცხდა
მარიამ ჭანტურია (70 კგ) მეორე წრეში ლაურა ვარგას კოხთან (გერმანია) ასევე იპონით დამარცხდა.
31 მარტს თბილისის გრან პრის დასკვნითი საშეჯიბრო დღე გაიმართება, სადაც საქართველოს სახელის 13 ძიუდოისტი იასპარეზებს.
ესენია:
90 კგ.
პაპუნაშვილი - გროსკლაუსი (შვეიცარია)
ღვინიაშვილი - ფინესი (სეიშელის კუნძულები)
ჭრიკიშვილი - კლიავუსოვი (ბელორუსი)
მარგიანი - ბობონოვი (უზბეკეთი)
100 კგ.
ტაველური - ბაუზა (ლიეტუვა)
ბერიაშვილი - მუხამეთხანოვი (ყაზახეთი)
სანებლიძე - სმიტი (აშშ)
ჩიქოვანი - ხანჯიანი (სომხეთი)
+100 კგ.
ბუღაძე - დაურბეკოვი (რუსეთი)
ზაალიშვილი - დ'არკო (იტალია)
ოქრუაშვილი - დრაგიჩი (სლოვენია)
მატიაშვილი - ტადეჰარა (აშშ)
პაპუნაშვილი - გროსკლაუსი (შვეიცარია)
ღვინიაშვილი - ფინესი (სეიშელის კუნძულები)
ჭრიკიშვილი - კლიავუსოვი (ბელორუსი)
მარგიანი - ბობონოვი (უზბეკეთი)
100 კგ.
ტაველური - ბაუზა (ლიეტუვა)
ბერიაშვილი - მუხამეთხანოვი (ყაზახეთი)
სანებლიძე - სმიტი (აშშ)
ჩიქოვანი - ხანჯიანი (სომხეთი)
+100 კგ.
ბუღაძე - დაურბეკოვი (რუსეთი)
ზაალიშვილი - დ'არკო (იტალია)
ოქრუაშვილი - დრაგიჩი (სლოვენია)
მატიაშვილი - ტადეჰარა (აშშ)
გოგონები
სომხიშვილი (+78 კგ) - გერი (იტალია)