მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა ლევან მატიაშვილი, რომელმაც ფინალში ბელორუსი ალექსანდრ ვახავიაკი ვაზარით დაამარცხა.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა ონისე ბუღაძემ, მან რეპეშაჟში გელა ზაალიშვილს სძლია.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ფინალში კუბელ სილვა მორალესთან დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა. ფინალამდე მან ბექა ღვინიაშვილს აჯობა, რომელმაც რეპეშაჟში გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ამავე წონით კატეგორიაში გამოდიოდა უშანგი მარგიანიც, რომელმაც პირველივე შეხვედრა დათმო უზბეკ დავლატ ბობონოვთან და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
ასევე პირველი რაუნდში დამარცხდა ავთანდილ ჭრიკიშვილიც, რომლის მეტოქეც ბელორუსი ვიქტორ კლიავუსაუ იყო.
100 კგ. წონით კატეგორიაში მედლის მოპოვების შანსი ლაშა ტაველურს ჰქონდა, თუმცა ის რეპეშაჟში ფრანგ სედრიკ ოველართან დამარცხდა.
გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე და გიორგი ჩიქოვანი ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშენ.
საქართველოს ნაკრებმა გრან პრიზე სამი დღის განმავლობაში სულ 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა