ბაგრატ ნინიაშვილმა ანტალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აპრილს, ანტალიის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) რუსეთის წარმომადგენელი  აბდულა აბდულზჰალილოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ნინიაშვილმა მეტოქეს დამატებით დროში სძლია - აბდულზჰალილოვმა პასიურობისთვის სამი გაფრთხილება მიიღო.

ნინიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლამდე თურქი აბდულა ბერკინ ოზჩანი, ბრაზილიელი ჩარლზ ჩიბანა და პორტუგალიელი ჟოაო კრისოსტომო დაამარცხა, ნახევარფინალი კი რუს მიხაილ პულიაევთან წააგო.

სამწუხაროდ, მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ), ირაკლი კუპატაძემ (60 კგ) და ვანო მახათაძემ (66 კგ), ნატალია ყიფშიძემ (48 კგ), ტეტიანა ლევისტკა-შუკვანმა (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა
(57 კგ) და  მარიამ ჯანაშვილმა (57 კგ).

6 აპრილს ტურნირზე ბექა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა გიუნაშვილი (73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (81 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) იჭიდავებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული