რუსმა (წარმოშობით ოსი) ძიუდოისტმა ინალ ტასოევმა, რომელიც გურამ თუშიშვილთან ევროპული თამაშების ფინალში დამარცხდა, საკუთარ გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული ამ შეჯიბრებისთვის.
ფინალურ ბრძოლაშიც წინ ვიყავი, თუმცა შეცდომა დავუშვი და დავმარცხდი. ასეთი რამეები ხდება და ცხოვრება უნდა გააგრძელო.
მე ჯერ კიდევ არ გამიანალიზებია წაგების მიზეზები, თუმცა აუცილებლად გავაკეთებ ამას ჩემს მწვრთნელებთან ერთად. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა და ყველაზე ძვირფასი ჯილდო, რაც მომიპოვებია", - აღნიშნა ტასოევმა.
შეგახსენებთ, ტასოევი გურამ თუშიშვილს ვაზარით უგებდა, თუმცა გურამმა საპასუხო