ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნაკრების მწვრთნელმა ძიუდოისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნაკრების მწვრთნელმა ძიუდოისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართელოს ნაკრების წევრებს შორის, მინსკიდან თბილისში დაბრუნების დროს, თვითმფრინავში ინციდენტი მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ დისციპლინარულ გადაცდომას.

„ეს ინფორმაცია არასწორად გავრცელდა. უბრალოდ, უკან დაბრუნების დროს იქ იყო დისციპლინარული გადაცდომა, ალკოჰოლის ზედმეტი დოზირებით მიღება, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. მცირე გაუგებრობა იყო და ამაზე მეტი არაფერი ყოფილა. რაც შეეხება ამ საქციელს, რასაც
ჰქვია დისციპლინარული გადაცდომა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება სხდომა და რა სახის სანქცია იქნება გაცემული ჩვენი მხრიდან, ამას უკვე სხდომაზე გადავწყვეტთ. ჩვენ ვთვლით, რომ არ უნდა მიეღოთ ის ალკოჰოლი, რაც მათ მიიღეს და მხოლოდ ამაზე გვექნება საუბარი“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ ათაბეგაშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრს ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული, ხოლო იყვნენ ეს მწვრთნელები თუ ძიუდოისტები, ამაზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, გიორგი ბაინდურაშვილმა ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს თვითმფრინავში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
Ara kaco eseni suul bolos igeben Roca mtelma qveyanas icis ukve
Bajo
08:58 02-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული