ფორტ ვეინის გრან პრის ოქროს მედლები და ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს ზვიად გოგოჭურმა (100კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (+100კგ), ხოლო გიორგი გამჯაშვილი (66კგ) მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს დაეუფლა.
ტოკიო 2020-ის დაწყებამდე პარაძიუდოს ნაკრები კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირზე იასპარეზებს.
მომზადებულია Sportstat.gov.ge-ის მიხედვით