ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი და აღმასკომის წევრი დავით ქევხიშვილი იაპონური მხარის მიწვევით ფუკუოკაში იმყოფებიან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

თავდაპირველად ისინი ფუკუოკას პრეფექტურის გუბერნიაში შეხვდნენ ვიცე-გუბერნატორს. დაათვალიერეს ომუტას უნივერსიტეტის ბაზა, სადაც შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ჩატარდეს შეკრება.

ასევე შეხვდნენ ქალაქ ომუტას მერს მასაჰირო ნაკაოს და ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს მომავალში უფრო ფართო ურთიერთობებს, ცოდნის გაზიარებისა და სპორტსმენთა გაცვლითი ტიპის ღონისძიებებს.

მომზადებულია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქევხიშვილის პრეზიდენტობას აპროტესტებდნენ ძიუდოისტები და კაი აღარ არის პრეზიდენტი მარა ის მოსულა რო ახალ პრეზიდენტთან ერთად აწარმოებს შეხვედრებს და აღმასკომის წევრიც ყოფილა ვერაფერი გავიგე
თორნიკე
02:09 11-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული