ტოჩინოშინის რეკომენდაცია ხელის ანაბეჭდით - იაპონელები საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ეწვივნენ

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი იაპონიიდან დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ქალაქ ომუტას ვიცე-მერი შიმეტოში კაი, ფუკუოკას პრეფექტურის და საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები.

იაპონურმა დელეგაციამ ქართულ მხარეს გააცნო ფუკუოკას პრეფექტურაში მდებარე სპორტული ობიექტები და ქართველი ძიუდოისტები შეკრების გასავლელად იაპონიაში მიიწვია.

Sportall.Ge

2019 წელს იაპონიაში ძიუდოსა და რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატები უნდა გაიმართოს, ხოლო 2020 წელს - ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. იაპონელებმა მზადყოფნა გამოთქვეს, უმასპინძლონ ქართველებს სამივე დიდი სპორტული ფორუმისთვის მოსამზადებლად.

იაპონელებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გადასცეს ტოჩინოშინის რეკომენდაცია ქართველი სუმოისტის ხელის ანაბეჭდით და
სიმბოლური საჩუქრები.

Sportall.Ge

გიორგი ათაბეგაშვილმა სტუმრებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი ძიუდოისტები იაპონიას სავარჯიშოდ ხშირად სტუმრობენ. ფუკუოკაში მიწვევას კი მომავლისთვის გაითვალისწინებენ. აქვე იაპონელმა სტუმრებმა ქართველი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული ჯილდოები დაათვალიერეს.

წყარო: facebook.com/GeorgianJudoFederation/
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული