ბუდაპეშტის გრან პრი: გელა ზაალიშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
ბუდაპეშტის გრან პრის ბოლო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვეს.

გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს სძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ზაალიშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლამდე იტალიელი ვინჩენცო დე არკო, რუსეთის წარმომადგენელი სოსლან ბოსტანოვი და სლოვაკი ვიტო დრაგიჩი დაამარცხა, ნახევარფინალი კი იაპონელ კოკორო კაგეურასთან წააგო.


ბრინჯაოს მედალი აგრეთვე ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიპოვა.

მან გადამწყვეტ ბრძოლაში ყაზახ ისლამ ბოზბაევს აჯობა.

იქამდე ბექამ უზბეკი იახილო იმამოვი, იტალიელი მატეო მარკონჩინი და უკრაინელი ვადიმ სინიავსკი
დაამარცხა, მეოთხედფინალი კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან წააგო, რეპეშაჟში კი ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს მოუგო.


ამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში იაპონელი შიოჩირო მუკაი დაამარცხა. მან მერვედფინალში ავთანდილ ჭრიკაშვილს ბოლო წამზე სძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული