ზაგრების გრან პრი: ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
26 ივლისს, ზაგრების გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელ იანდი კიმს იპონით სძლია.

ლიპარტელიანმა ტურნირის სტარტზე ბრიტანელი ლელე ნაირნე და ჩინელი ვან ჩანგი დაამარცხა, ნახევარფინალში კი იაპონელ ტამაოკი მომოსთან წააგო.

სამწუხაროდ, თემურ ნოზაძე (60 კგ), ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ) მედლების გარეშე დარჩნენ.

ნოზაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მონღოლ არიუნბოლდ ეხტაივანთან, ლევიცკა-შუკვანი კი ბელგიელ შარლინ ვან სნიკსთან დამარცხდა, ხოლო ყიფშიძემ პირველივე შეხვედრა იტალიელ ფრანჩესკა მილანისთან წააგო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი ხნის წინ როცა საქართველო იაპონიას ჯობდა ძიუდოში, მაშინ დაიწყო ჩვენი მოსამზადებელი გასვლები იაპონიაში და რა კარგ პირობებს შემოგვთავაზებდა მაგათი ფედერაცია გასაგებია. სამწუხაროდ ჩვენთვის ჩვენი ვარჯიშების ჩანაწერებიც( არ გაუჭირდებათ მაგათ მითუმეტეს) კარგად შეისწავლეს და ქართული ჭიდაობის ილეთებიც გაითავისეს შესწავლის მერე, ჩვენდა სამწუხაროდ. და წლები ითმინეს ივარჯიშეს და იმის შემდეგ ქართველებს თითო გამონაკლისის გარდა სულ გვიგებენ....
სოსო
27 ივლისი 2019 00:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული