ინციდენტი ქართველსა და ირანელს შორის - გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81) ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

გრიგალაშვილმა რეპეშაჟში ბრაზილიელ ლეანდრო გულჰიეროს ვაზარით სძლია და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში შვედ რობინ პეისეკს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

მანამდე გრიგალაშვილი მეოთედფინალში ირანელ საიდ მოლეისთან დამარცხდა. ამ შეხვედრის დროს მცირე ინციდენტი მოხდა. გრიგალაშვილი მეტოქის მოქმედებით უკმაყოფლიო დარჩა და ეს შეხვედრის ბოლოს გამოხატა.

მარიამ ჭანტურიამ (70) პირველ შეხვედრაში გაბონელ ძიუდოისტს იპონით სძლია, შემდეგ კი ხორვატ ბარბარა მატიჩთან იპონით დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტატო, ყველა ირანელს დედა უნდა უტირო, არა ჭიდაობის შემდეგ არამედ ტატამზე ჭიდაობისას.ბრინჯაოს გილოცავ.
გიზოგ
16:04 28-07-2019
0

სიახლეები პოპულარული