ქართველი ძიუდოისტი გოგონების ტრიუმფი მსოფლიოს თასზე!

AutoSharing Option
რუმინეთის ქალაქ კლუჟ ნაპოკაში ჩატარებულ ევროპის თასზე საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩინებული შედეგი აჩვენა - შვიდი მონაწილიდან ექვსი მედალს დაეუფლა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ნატალია ყიფშიძე (48 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ნინო გულბანმა (70 კგ) და სალომე მაყიშვილმა (78 კგ) მოიპოვეს.

ვაჟთა ნაკრებიდან შეჯიბრებაში მხოლოდ გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) მონაწილეობდა, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მსოფლიო თუ ევროპის თასზე?))) ჩამოყალიბდით და სტატია ისე დაწერეთ. აბა თქვენ იცით როგორ დაბლოკავთ
dato
11:13 13-08-2019
0

რუმინეთის ქალაქ კლუჟ ნაპოკაში ჩატარებულ ევროპის თასზე
0

სიახლეები პოპულარული