ამირან პაპინაშვილმა მესამე ეტაპზე ბელგიელ ჟორ ვერსტნარაეტენს იპონით სძლია და მერვედფინალშში გავიდა. ლუხუმ ჩხვიმიანმა დამატებით დროში ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე დაავაზარა და პაპინაშვილს შეურთდა.
მერვედფინალში პაპინაშვილის მეტოქე ყაზახი გუსმან ყიზირბაევი იქნება, ხოლო ჩხვიმიანი უკრაინელ არტემ ლესიუკს დაუპირისპირდება.
პირველ ეტაპზე ამირან პაპინაშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე ეტაპზე ეკვადორელ ლენინ პრესიადოს სძლია.
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია