[მსოფლიო ჩემპიონატი] ჩხვიმიანი მეოთხედფინალშია, პაპინაშვილი ჩემპიონატს გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე მიმდინარეობს, დღეს ტატამზე ორი ქართველი ჭიდაობს ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.

მერვედფინალში ლუხუმ ჩხვიმიანმაუკრაინელ არტემ ლესიუკს დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში ორი შიდო მიიღო, დამატებით დროში კი მეტოქე იპონით დაამარცხა. ამირან პაპინაშვილმა ყაზახ გუსმან ყიზირბაევთან ვაზარით დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ამ ეტაპზე დასრულდა. 

ლუხუმ ჩხვიმიანის შემდეგი მეტოქე ტაიპეელი იანგ ვეი იქნება.





პირველ ეტაპზე ამირან პაპინაშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე ეტაპზე ეკვადორელ ლენინ
პრესიადოს სძლია. ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ ეტაპზე ჰონკ კონგელი ლაი იუ ლონგი დაამარცხა, მეორე ეტაპზე კი მისთვის უხერხულ მეტოქეს ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს სძლია.

ამირან პაპინაშვილმა მესამე ეტაპზე ბელგიელ ჟორ ვერსტნარაეტენს იპონით სძლია და მერვედფინალშში გავიდა. ლუხუმ ჩხვიმიანმა დამატებით დროში ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე დაავაზარა და პაპინაშვილს მმერვედფინალი შეურთდა.

დაპირისპირების ვიდეოს ჩვენს საიტზე იხილავთ 10 წუთის განმავლობაში.

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ქართველები სრული სვლით! პაპინაშვილი და ჩხვიმიანი მერვედფინალშია [VIDEO]










alt[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფუ თქვენი! მეიზერი თავის ფედერაციანათ ახვრების ბუდე.
Zviadi
10:03 25-08-2019
0
ვფიქრობ, რომ ხაზახს ქულა მისცეს ილეთზე, თან გამეორების შემდეგ, როცა პაპინა იდაყვზე დაეცა, ხოლო პაპინას მსგავს ილეთზე, როცა ყაზახიც უკან გადააგდო და ისიც იდაყვზე დაეცა, ქულა გაუუქმეს, თან მსაჯს მიცემული ჰქონდა ვაზარი. რა ვიცი, მე მგონი ან ორივესთვის უნდა მიეცათ ასეთი ქულა, ან არცერთისთვის.
პასკალი
10:00 25-08-2019
0

სიახლეები პოპულარული