მსოფლიო ჩემპიონატი. V დღე: 21 წლის ჰოლანდიელმა მედლის გარეშე დაგვტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 29 აგვისტოს, ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს წარმომადგენელი ერთადერთი მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი 90-კგ წონით კატეგორიაში მესამე წრეში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ბექამ პირველი წრე გამოტოვა და მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთო. მეორე წრეში მისი მეტოქე ინდოელი აჯაი დევილალ მისტრი გახლდათ, რომლის დასამარცხებლადაც ბექას წამები დასჭირდა.



მეორე შეხვედრაში კი, ბექა 21 წლის ჰოლანდიელ იასპერ სმინკს ხვდებოდა. ჭიდაობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და სამწუხაროდ, ბექა საკუთარ ილეთზე წამოეგო და იპონით დამარცხდა.



ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 დღემ ქართველი მოჭიდავებიისათვის წარუმატებლად ჩაიარა და მედლის გარშე დავრჩით. აქვე, ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფრანგ აქსელ კლერგესთან ასევე მე-3 ტურში წააგო და ისიც უმედლოდ დაემშვიდობა მსოფლიოს ჩემპიონატს.

აღნიშნულ წონით კარეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ჰოლანდიელი ნოელ ვან ტე ენდი გახდა. ფინალში ჰოლანდიელმა იაპონელი შოიჩირო მუკაი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები შერაზადიშვილის დამმარცხებელმა აქსელ კლერგემ და სერბმა ნემანია მაიდოვმა მოიგეს.


მკითხველის კომენტარები / 29 /
ერთი ანანიძე გვყავს ფეხბურთში მუდამ პერსპექტიული და მეორე ეს!!! მსოფლიომ დააფასა ჭრიკიშვილი და ჩვენ რით ვერ ვაფასებთ ვერ ვხვდები :/
ratom
30 აგვისტო 2019 00:13
2
მაგან თავის თავი ვერ დააფასა და ჩვენ რა უნდა ვუყოთ??? თუ ძველი ტიტულების გამო პირდაპირ უნდა დააყენონ ძირითადში??? რო გადაყვა მიტინგობიას ევარჯიშა და დაემსახურებინა ადგილი, ვინ ეტყოდამერე უარს????
მიროსან
30 აგვისტო 2019 07:29
0
საკუთარ თავს უკეთებდა ილეთებს და ბოლოს იპონზე დააგდო, ესეთი მოუმზადებელი რატო იყო რამე ნორმატივებს არ აბარებენ ნაკრების წევრები? "პახმელიაზე" მეგონა იყო
ზორბეგი
29 აგვისტო 2019 23:22
0
ერთი ამის მოგებული სერიოზული ტურნირი მანახა რა...
Irakliy
29 აგვისტო 2019 23:05
0
რატომ უნფა ვეძებდეთ სხვადასხვა საიტებზე შედეგებს?დიდი დროუნდა? წონის და ადგილების მიხედვით სახელ გვარის და ქვეყნის მიწერას? თუ ჩემპიონატის დასასრულს მოილევთ ამსაქმეს ერტიანად?მხოლოდ ხფასის გამო წერ და მაინც მეტს არმოგცემენ და რატკ დაწერ პრინციპით მუშაობთ???
პ.ს.
29 აგვისტო 2019 17:34
0
იმ3დია სხვასაც აქვს ეს თხოვნა:ყოველი დღის დასასრულს,რომდაწეროთ მამაკაცებში და ქალებში ვინგახდა 1,2,3 ადგილოსანი ...დამერწმუნეთ თქვენც კმაყოფილი დარჩებით და ჩვენც ,ვისაც არაგვაქ საშუალება ვადევნკგ თვალი შეჯიბრებას...დამიჯერეთ უამრავი ადამიანის თხოვნა და სურვილია(ალბათ,მე ასე მგონია ყოველშემთხვევაში)
ზზზზ
29 აგვისტო 2019 17:30
0
ნაკრები ცალცალკე მიფრინავს,ცალცალკე მოფრინავს,გამარჯვებას ცალცალკე აღნიშნავენ,ესაა სირცხვილი,მსგავს არც ოქროსააქ სიხარული და არც მარცხს აქვს იმდენი განცდა...ეს ღვინიაშვილი კიდე: ხესმოგლიჯავს მაგრამ,სადწსიღოს არიცისო ისეა ამის საქმე...მოკლედ:გაერთიანებას გისურვებთ პირველ რიგში,წაგების თუ მოგების ერთად განცდას და ეს არაა არც სპორტსმენების და არც ქართველი კაცების საქციელი რასაც ესენი აკეთებენ...ერთი როგორ ყვას კიდია დავიჯერო???
ეუჰჰ
29 აგვისტო 2019 17:25
0
ძალიან დასანანია მარცხი, მაგრამ ოქროს მედლ(ებ)ის აღების შანსი ჯერ კიდევ არის.
უმთავარესია ფსიქოლოგიურადაც მზად იყვნენ ჩვენი ბიჭები.
წარმატებები მათ!!!
დათო
29 აგვისტო 2019 17:24
0
გამარჯვება უშრომელად არ მოდის. იგი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა. მხოლოდ ტატამზე ვარჯიში საკმარისი არ არის. საერთო ფიზიკური მომზადების გარეშე ამტანობის გამომუშავება შეუძლებელია, რომელიც არის წარმატების წინაპირობა დისციპლინასთან ერთად. როგორც ჩანს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი მოუმზადებელია და საჭიროა სასწრაფოდ რადიკალური ზომების მიღება!
???
29 აგვისტო 2019 16:51
1
წაგება ძაან ცუდია სპორტსმენისთვის, მაგრამ აყურებინეთ და ასწავლეთ ჩვენებს წაგების ღირსეულად მიღება. თითქმის ყველა ჩვენი მოჭიდავე წაგების მერე გარკვეული პერიოდი ტატამზე გორავს და გლოვობს, რაც ჩემი აზრით აკნინებს ამ სპორტს. შეხედეთ იაპონელებს წაგების მერე.
გიორგი
29 აგვისტო 2019 15:59
1
მოვსინჯოთ ახალგაზრდები,ამანაც იჭიდაოს და მიეცით სხვასაც შანსი,ჯინი კი არ აქვს მინმეს ეს სპორტია გამოიცადოს უნდა სხვებიც.
გოჩა
29 აგვისტო 2019 15:32
1
ამისთვის არსებობს შიდა ჩემპიონატი
გიორგი
29 აგვისტო 2019 20:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული