მეორე მედალი! - ლუკა მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მაისურაძემ მედლისთვის შეხვედრაში ირანელი საიდ მოლაეი იპონით დაამარცხდა.


ეს საქართველოს რიგით მეორე მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე. ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მაისურაძემ რეპეშაჟში უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო გამარჯვებულის გარეშე ამოიწურა, ორივე ძიუდოისტმა ვაზარით თითო თითო ქულა მოიპოვა, ხოლო დამატებით დროში მაისურაძემ მეტოქე იპონით დაამარცხა.


მაისურაძე მეოთხედფინალში
ეგვიპტელ მოჰამედ აბდელალს შეხვდა და პირველი ქულის აღება ვაზარით მოახერხა, მაგრამ მსაჯებმა გდება არ ჩაუთვალეს, ხოლო შემდეგ ეგვიპტელმა შეძლო ქულის აღება. შეხვედრის მიწურულს მაისურაძე ვა-ბანკზე წავიდა, მეტოქის ილეთზე თავად წამოეგო და იპონით დამარცხდა.


მაისურაძემ მერვედფინალში ბელგიელ სამი ჩოუჩს იპონით სძლია.


მანამდე მაისურაძემ, მესამე წრეში მონღოლი ძიუდოისტი უგანბაატარ ოტგონბაატარი შეხვედრის დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.


მეორე წრეში ქართველმა თურქ ვედატ ალბაირაკს იპონით სძლია.


ხოლო პირველ წრეში სამოელი პენიამინა პერსივალი იპონით დაამარცხა.


81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ებრაელმა საგი მუკიმ ბელგიელი მატიას კასი დაამარცხა.

29 აგვისტოს ტურნირზე ბექა ღვინიაშვილი (90) იასპარეზებს. შეხვედრები 07:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 14:00 საათზე.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ირანელი, შარშანდელივით, ძლიერად იყო მომზადებული, მაგრამ სპეციალურად წააგო, ბელგიელთან და ლუკასთან, რათა პოდიუმზე ებრაელთან ერთად არ დამდგარიყო და ისრაელის ჰიმნი არ მოესმინა. მიზეზი, ამ ყველაფრისა ის იყო, რომ მის ოჯახს ირანში დაემუქრნენ და ისიც იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. სამწუხაროა, როცა სპორტში ასეთი რაღაც ხდება.
არჩილ
09:33 31-08-2019
0
ირანელი, შარშანდელივით, ძლიერად იყო მომზადებული, მაგრამ სპეციალურად წააგო, ბელგიელთან და ლუკასთან, რათა პოდიუმზე ებრაელთან ერთად არ დამდგარიყო და ისრაელის ჰიმნი არ მოესმინა. მიზეზი, ამ ყველაფრისა ის იყო, რომ მის ოჯახს ირანში დაემუქრნენ და ისიც იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. სამწუხაროა, როცა სპორტში ასეთი რაღაც ხდება.
არჩილ
00:24 31-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული