მსოფლიო ჩემპიონატი. V დღე: 21 წლის ჰოლანდიელმა მედლის გარეშე დაგვტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 29 აგვისტოს, ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს წარმომადგენელი ერთადერთი მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი 90-კგ წონით კატეგორიაში მესამე წრეში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ბექამ პირველი წრე გამოტოვა და მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთო. მეორე წრეში მისი მეტოქე ინდოელი აჯაი დევილალ მისტრი გახლდათ, რომლის დასამარცხებლადაც ბექას წამები დასჭირდა.



მეორე შეხვედრაში კი, ბექა 21 წლის ჰოლანდიელ იასპერ სმინკს ხვდებოდა. ჭიდაობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და სამწუხაროდ, ბექა საკუთარ ილეთზე წამოეგო და იპონით დამარცხდა.



ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 დღემ ქართველი მოჭიდავებიისათვის წარუმატებლად ჩაიარა და მედლის გარშე დავრჩით. აქვე, ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფრანგ აქსელ კლერგესთან ასევე მე-3 ტურში წააგო და ისიც უმედლოდ დაემშვიდობა მსოფლიოს ჩემპიონატს.

აღნიშნულ წონით კარეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ჰოლანდიელი ნოელ ვან ტე ენდი გახდა. ფინალში ჰოლანდიელმა იაპონელი შოიჩირო მუკაი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები შერაზადიშვილის დამმარცხებელმა აქსელ კლერგემ და სერბმა ნემანია მაიდოვმა მოიგეს.


მკითხველის კომენტარები / 29 /
ძალიან გულსატკენია მაგრამ ბექამ მოუკლო მომატების ნაცვლად ტრამვის მერე, დარწმუნებული ვარ ჭრიკიშვილი უფრო შორს წავიდოდა, ურთიერთშეხვედრებში ბექა უგებს ავთოს და იმის ხარჯზე მიყავთ დიდ შეჯიბრებზე, თუმცა არასოდეს, ვიმეორებ არასოდეს ჭრიკიშვილი მე მასე აქოშინებული არ მინახია რამდენიც არ უნდა იჭიდაოს, ოლიმპიადაზე ბექას წაყვანას აზრი არ ექნება, ჭრიკიშვილს უნდა მიეცეს შანსი, ძალიან მწყინს ბექას ასე გაბითურება მაგრამ რა ვქნათ ფაქტი ჯიუტია!!
iponi
29 აგვისტო 2019 15:21
3
ჭრიკიშვილი ამ წონაში სერიოზულს ვეღარაფერს დადებს ტყუილია და საერთოდაც რატო იციკლებით ამ ჭრიკიშვილზე, ახალგაზრდას რო მისცენ გზა ვინმეს არა, ვერააააა?????
მიროსან
30 აგვისტო 2019 07:33
0
ერთი დროს იყო ტალანტი, მაგრამ დღს არის საშუალო დონის კარგად გაპიარებული ძიუდოისტი. ვერასდროს დადებს შედეგს იმიტომ რომ არ არის პროფესიონალი და არ არის კონცენტრირებული ძიუდოზე!

ამ წონაში სასწრაფოდ გვჭირდება ახალი სახეები.
Rossi
29 აგვისტო 2019 14:39
0
ამ კაცმა იმედგაცრუების და წაგების მეტი ჯერ არაფერი მოგვიტანა. ახალგაზრდებში ყველაფერს იგებდა მაგრამ, დიდებში ამის მოგებული ჯერ არავის უნახავს. ახალგაზრდა კაცია და ისე იღლება ფეხზე ძლივს დგას...
მესხი
29 აგვისტო 2019 14:09
0
აი რა იცის ღამის ბარებსა და კარაოკეებში სიარულმა, აი რა იცის ქალებზე გადაყოლამ, აი რა იცის სიგარეტის წევამ და საერთოდ , ეს ბიჭი ძალიან ნაადრევად დასრულდა!!!
რაფო
29 აგვისტო 2019 13:28
0
ქალებშიც დადის??? უი, უი... მე მარტო ბარებში ვიცოდი, რომ დადიოდა.
აჩი
29 აგვისტო 2019 14:58
4
ვერცერთ დიდ ტურნირზე თავი ვერაფრით გამოიჩინა, მას არა აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი განცხვავებით ჭრიკიშვილისაგან, რომელსაც აღარ ენდობიან ბექას კი აუცილებლად სჭირდება დისციპლინის მომატება და სხვა მწვრთნელი და ალბათ ფსიქოლოგი სპორტული
თამაზი888
29 აგვისტო 2019 13:06
0
ვერცერთ დიდ ტურნირზე თავი ვერაფრით გამოიჩინა, მას არა აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი განცხვავებით ჭრიკიშვილისაგან, რომელსაც აღარ ენდობიან ბექას კი აუცილებლად სჭირდება დისციპლინის მომატება და სხვა მწვრთნელი და ალბათ ფსიქოლოგი სპორტული
თამაზი888
29 აგვისტო 2019 12:48
0
ვერ დაღვინდა ეს ბიჭი რა, ტექნიკურია, მაგრამ არაპროფესიონალური მარცხები ძალიან ხშირად აქვს
ბმბ
29 აგვისტო 2019 12:46
0
ბექას ძალიან დიდი ფიზიკური ნაკლი აქვს მოკლე ხელები.ეს ყველა მეტოქემ იცის.ეს შეიძლება მხოლოდ მრავალფეროვანი ილეთებით ანაზღაურდეს რაც დიდ შრომასთან არის დაკავშირებული.დღეს კი დავინახეთ რომ მოუმზადებელი იყო,განსაკუთრებით ფიზიკურად.
ჩემი აზრით
29 აგვისტო 2019 12:38
1
ყველამ კარგად ვიცით, რომ ღვინიაშვილს აკლია თვითდისციპლინა და ამიტომაც აგებს ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებებს, ასე რომ ნაკლებად მჯერა მისი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონობისა.
Khovard
29 აგვისტო 2019 12:37
1
სამწუხაროდ დარჩა მარად პერსპექტიულოად. ალბათ საკმარისად არ იცავს დისციპლინას.
1111
29 აგვისტო 2019 12:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული