მსოფლიო ჩემპიონატი. V დღე: 21 წლის ჰოლანდიელმა მედლის გარეშე დაგვტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 29 აგვისტოს, ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს წარმომადგენელი ერთადერთი მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი 90-კგ წონით კატეგორიაში მესამე წრეში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ბექამ პირველი წრე გამოტოვა და მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთო. მეორე წრეში მისი მეტოქე ინდოელი აჯაი დევილალ მისტრი გახლდათ, რომლის დასამარცხებლადაც ბექას წამები დასჭირდა.



მეორე შეხვედრაში კი, ბექა 21 წლის ჰოლანდიელ იასპერ სმინკს ხვდებოდა. ჭიდაობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და სამწუხაროდ, ბექა საკუთარ ილეთზე წამოეგო და იპონით დამარცხდა.



ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 დღემ ქართველი მოჭიდავებიისათვის წარუმატებლად ჩაიარა და მედლის გარშე დავრჩით. აქვე, ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფრანგ აქსელ კლერგესთან ასევე მე-3 ტურში წააგო და ისიც უმედლოდ დაემშვიდობა მსოფლიოს ჩემპიონატს.

აღნიშნულ წონით კარეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ჰოლანდიელი ნოელ ვან ტე ენდი გახდა. ფინალში ჰოლანდიელმა იაპონელი შოიჩირო მუკაი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები შერაზადიშვილის დამმარცხებელმა აქსელ კლერგემ და სერბმა ნემანია მაიდოვმა მოიგეს.


მკითხველის კომენტარები / 29 /
დაითარსა ეს ბიჭი რა... ფიზო მაგარი აქვს მაგრამ იღლება... მუშაობა უნდა... წარმატებები ბექა
btc
29 აგვისტო 2019 12:19
2
ძალინ სამწუხაროა... ღვინიაშვილი მაგონებს ქართველ ფეხბურთელებს, პატრა ბიჭობისას რომ კარგად თამაშობდნენ და მას მერე მუდმივად პერსპექტიულები ქვიათ და ბოლოს ყაზახეთში რომ ამოყოფენ თავს, სამწუხაროდ მან ვერ ისწავლა, რომ კუნთზე მნიშვნელოვანი ტვინია, მუდმივი შრომა და დისციპლინა...
leonardo
29 აგვისტო 2019 17:16
0
არა რა, უნდა შეუწყვიტოს სახელმწიფომ ძიუდოს დაფინანსება :) :) :)
DAVE
29 აგვისტო 2019 12:08
22
ცუდია რომ მარცხდები,მაგრამ არაუშავს ეს სპორტია და ყველაფერი ხდება.მეტი მუშაობა და საკუთარი შეცდომების კარგად გააზრება დაეხმარება ბექას მომავალში წარამატებების მისაღწევად.ჯერ ყველაფერი წინაა...გისურვებ წარმატებებს მე შენი მჯერავს ,როგორც ერთ რიგით შენს და ქართული სპორტის გულშემატკივარს
niko
29 აგვისტო 2019 12:05
3
ამით რა თქმა უნდა, ყველაფერი არ დამთავრებულა, მაგრამ მისი გამოცდილების სპორტსმენს 21 წლის ბიჭთან არ უნდა უჭირდეს, ეგ არის გულსატკენი
: )))))))
29 აგვისტო 2019 12:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული