იყო თუ არა იპონი?! - ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხი ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა.

ლიპარტელიანი პორტუგალიელ ხორხე ფონსეკას შეხვდა და იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ფონსეკამ საპასუხოდ დააგდო. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ფონსეკას მონაწილეობა ლიპარტელიანის დაგდებაში არ მიუღია, თუმცა გამეორებიდან გამოჩნდა, რომ ქართველი მას შემდეგ დაეცა, რაც ფონსეკამ ფეხი დაუდო.

მსაჯებმა ფონსეკას იპონი ჩაუთვალეს. გაასაჩივრებს თუ არა ჩვენი მხარე ამ ეპიზოდს, ჯერჯერობით უცნობია.


ვარლამ ლიპარტელიანი კი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე
ჰოლანდიელი მაიკლ კორელი იქნება. ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან დაიწყება, რომლის ხილვა "სილქ უნივერსალზეა" შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ლიპარტელიანმა ფრანგ ალექსანდრ იდირს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია.

მეორე წრეში კი ესტონელ გრიგორი მინასკინს იპონით მოუგო. პირველ წრეში ქართველი ისვენებდა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
იპონიც იყო და ძალზედ უსუსური ლიპოც... თვითონ ამბობდა, სულ სხვააო, თავად იაპონიაში რომ გაიმარჯვებო და ასეთი მოუმზადებელი, ტლანქი, უნიათო და სიქა გამძვრალი ვარლამა, მე არ მახსოვს. ეს ალბათ ტატამის გარეთ, კულუარებში სისტემატური "ჭიდაობის" ბრალია. არადა როგორ კარგად მიდიოდა ყველაფერი. ადამიანის დამარცხება მაქვს მხედველობაში და არც იაპონელი ბრწყინავს
ოკრიბელი
11:22 30-08-2019
1
როგორ გიყვართ ამ ჟურნალისტებს და კომენტატორებს ძიუდოისტების ბოლომდე გაპრავება, სუფთა იპონი იყო
semi
11:39 30-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული