იყო თუ არა იპონი?! - ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხი ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა.

ლიპარტელიანი პორტუგალიელ ხორხე ფონსეკას შეხვდა და იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ფონსეკამ საპასუხოდ დააგდო. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ფონსეკას მონაწილეობა ლიპარტელიანის დაგდებაში არ მიუღია, თუმცა გამეორებიდან გამოჩნდა, რომ ქართველი მას შემდეგ დაეცა, რაც ფონსეკამ ფეხი დაუდო.

მსაჯებმა ფონსეკას იპონი ჩაუთვალეს. გაასაჩივრებს თუ არა ჩვენი მხარე ამ ეპიზოდს, ჯერჯერობით უცნობია.


ვარლამ ლიპარტელიანი კი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე
ჰოლანდიელი მაიკლ კორელი იქნება. ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან დაიწყება, რომლის ხილვა "სილქ უნივერსალზეა" შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ლიპარტელიანმა ფრანგ ალექსანდრ იდირს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია.

მეორე წრეში კი ესტონელ გრიგორი მინასკინს იპონით მოუგო. პირველ წრეში ქართველი ისვენებდა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
არც ფრანგთან იმსახურებდა ეგ გამარჯვებას, ძლივს სუნთქავდა რას გავდა.ან ეს ზვიადაური სადაური სეკუნდანტი გამოაცხვეს?დდ
Kkk
30 აგვისტო 2019 11:29
2
რა უნდა გაასაჩივრონ?.. მთავარია, ფედერაციაში დაალაგა ყველაფერი :/
ვვვ
30 აგვისტო 2019 11:06
9
მისი სამივე ბრძოლა ვნახე და მოდით გულახდილად ვთქვათ,ლიპოს არ ეტყობოდა ბრძოლის წყურვილი,როგორღაც ჩამქრალი ჩანდა და ორი წუთის შემდეგ,უკვე სუნთქვა ჰქონდა არეული.ჩვენ ხომ ვიცით მისი შესაძლებლობები და და ეს,ლიპო არ იყო.არ ვიცი შუადღის ბრძოლებში რას იზავს,მაგრამ ასეთი ჭიდაობით,მედალთან არაფერი ესაქმება.დარწმუნებული ვარ,რაღაც მიზეზი არსებობს.უტიტულო ბიჭებმა,მაგრად იბრძოლეს (ლუხუმსაც მათ რიცხვში ჩავთვლი მაინც,რადგან მხოლდ ამ სეზონში გაიბრწყინა),სტაჟიანებმა და წონებში მსოფლიოს ლიდერებმა კი ერთიმეორის მიყოლებით,ჩემპიონატი ჩააგდეს.თუში ისედაც არ გამოირჩევა სტაბილური საიმედოობით,მეტოქეს თითქმის ყოველთვის აძლევს შანსს და შემდეგღა იწყებს ნამდვილ ჭიდაობას,ახლა უკვე სერიოზულად მეშინია,რომ ისიც უღიმღამოდ იქნება.ფუი ეშმაკს.სამჯერ დავაკაკუნე.ღმერთმა ნუ ქნას და თუშმაც რომ ვერაფერი გააკეთოს და ლიპომაც კიდევ წააგოს,ოქრო და ბრინჯაო,მისაღებ შედეგად ჩაითვლება,თუ ორივემ მაქსიმუმი დადო,მაშინ ცაში აიყვანენ,მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ,რომ ეს ის არ არ არის,რასაც ველოდით.წარმატებები ბიჭებს.
სოსო
30 აგვისტო 2019 12:32
0
იყო იპონი. აშკარად..
...
30 აგვისტო 2019 11:50
0
ძიუდოს ყველა მოყვარულს მსურს აზრი ვკითხო და ვთხოვო, იქნებ გავარკვიოთ როგორ შეიძლება რომ ძიუდოს ფედერაციას მოვთხოვოთ (კი არ ვთხოვოთ) მიიღოს ორი წესდება ან შინაგანაწესი ან რა ვიცი რაც გინდა დაარქვან:
1. როგორ უნდა დაკომპლექტდეს ნაკრები (და ვთვლი რომ აქ საქართველოს ჩემპიონატს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება);
2. დისციპლინარული წესდება (თუ წესრიგი არ იქნა კვლავ ასეთი იმედგაცრუებები იქნება ნაკრებში).
სამწუხაროა რომ ბევრი სპორტსმენი სწორედ უსამართლობის გამო ანებებს სპორტს თავს. პირდაპირ აცხადებს ჩვენი ძიუდოს ფედერაცია რომ საქართველოს ჩემპიონატი არანაირ ფასეულს არ წარმოადგენს - სპორტსმენმა შეიძლება იგი მრავალჯერ მოიგოს და ვერც ევროპაზე და ვერც მსოფლიოზე ვერ მოხვდეს. დაახლოებით ყოველწლიური სტიპენტია/ხელფასების განსაზღვრას ემსახურება.
გიორგი
30 აგვისტო 2019 12:26
0
ლიპარტელიანი იყო და რჩება ძალისმიერ მოჭიდავედ, ამიტომაც ის ვერასოდეს ვერ მოიგებს მსოფლიოს და ოლიმპიადას, როგორც ვერასოდეს ვერ მოიგებს მსოფლიოს და ოლიმპიადას ღვინიაშვილი.
ხვიჩა
30 აგვისტო 2019 11:48
7
100 პროცენტიანი იპონია
giorgi
30 აგვისტო 2019 13:15
0
არა რა, უნდა შეუწყვიტოს სახელმწიფომ ძიუდოს დაფინანსება :)
DAVE
30 აგვისტო 2019 11:04
18
უკაცრავად და რა უნდა გააპროტესტონ? ან რა უნდა დაუკმაყოფილონ? არც არაფერი გასაპროტესტებელი
????
30 აგვისტო 2019 14:55
0
ბეგო-იო რა შუაშია შიდა სამზარეულო,ეს ფეხბურთი არაა ეს ინდივიდუალური სპორტია და თუ თავდადებით არ ივარჯიშე ვერაფერსაც ვერ მიაღწევ.
გიორგი
30 აგვისტო 2019 13:31
2

სიახლეები პოპულარული