კიდევ ერთი დღე უმედლოდ: ლიპარტელიანი რეპეშაჟშიც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა.

ლიპარტელიანი რეპეშაჟში ჰოლანდიელ მაიკლ კორელს შეხვდა და ვაზარით წააგო. კორელმა ქართველი ვაზარზე დააგდო, შემდეგ ზურგიდან წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა და შეხვედრის ბოლომდე ასეთ მდგომარეობაში ამყოფა.

სამწუხაროდ, კიდევ ერთი დღე მედლის გარეშე დავასრულეთ.

31 აგვისტოს ტურნირზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გამოვა. შეხვედრები 08:00 საათიდან დაიწყება.

აქამდე ლიპარტელიანი პორტუგალიელ ხორხე ფონსეკას მეოთხედფინალში შეხვდა და იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ფონსეკამ საპასუხოდ დააგდო. ერთი შეხედვით ისე
ჩანდა, რომ ფონსეკას მონაწილეობა ლიპარტელიანის დაგდებაში არ მიუღია, თუმცა გამეორებიდან გამოჩნდა, რომ ქართველი მას შემდეგ დაეცა, რაც ფონსეკამ ფეხი დაუდო.

მსაჯებმა ფონსეკას იპონი ჩაუთვალეს. გაასაჩივრებს თუ არა ჩვენი მხარე ამ ეპიზოდს, ჯერჯერობით უცნობია.


შეგახსენებთ, რომ მანამდე ლიპარტელიანმა ფრანგ ალექსანდრ იდირს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია.


მეორე წრეში კი ესტონელ გრიგორი მინასკინს მოუგო. პირველ წრეში ქართველი ისვენებდა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
მუხრუჭი! მეტი კომენტარი არა მაქვს.
ნაღდად არ ეკუთვნოდა მოგება ასეთი ჭიდაობით
!!!!
14:51 30-08-2019
0
ლიპარტელიანი, შავდათუაშვილი და ღვინიაშვილი ქართული ძიუდოს წარსულია უკვე, მაგათ თავისი თქვეს, რისთვისაც მადლობა გადავუხადოთ და ახალგაზრდებს მივცეთ შანსი. რეიტინგის ლიდერი ასე უღიმღამოდ არ უნდა ვარდებოდეს...
5

სიახლეები პოპულარული