[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში

AutoSharing Option
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და ახლა კარგი დროა, არსებული შედეგები გავაანალიზოთ.

საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა, წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ერთი ვერცხლით მეტი გვქონდა. იმის მიუხედავად, რომ პროგრესი არ არის, პოზიტიურია ის ამბავი, რომ მიჯრით მოვახერხეთ ოქროს მოგება.

საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილი დავიკავეთ, ვაჟთა თანრიგში მესამე ადგილზე გავედით.

იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე 143 ქვეყნის 828 ძიუდოისტი მონაწილეობდა. 24-მა ქვეყანამ მოახერხა მედლის წაღება, მათ შორის 9 ქვეყანამ - ოქროსი.

ეს მსოფლიო ჩემპიონატი მაინც ქართულ რეალობაში წარუმატებლად ჩაიწერება, რადგან ვერ
ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებით წარვდექით. ტოკიოს ქუჩებში რამდენიმე ნაწილად დაყოფილი ნაკრები დამოგზაურობდა, ამავდროულად, არც ტრიუბუნებზე შეიმჩნეოდნენ ერთად და ყველა თავის "ძმაკაცს" გულშემატკივრობდა. 

პირველ დღეს მსოფლიოს წინაშე ორი ფალავნით გამოვედით: ამირან პაპინაშვილით და ლუხუმ ჩხვიმიანით. პაპინაშვილის მარცხში გარკვეული ბრალი მსაჯებს მიუძღვით, თუმცა ამირანს მონდომებაც უნდა დავუწუნოთ, რადგან მას შეეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა.

ლუხუმმა ყველა გააოცა. მან ამ წონაში აზიელების დომინირება დაამხო და ოქრო ევროპას დაუბრუნა. ჩხვიმიანს ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური. ის აღარც მსაჯებს ეჩხუბებოდა და ეკამათებოდა, აღარც მეტოქეებთან იქცეოდა სხვანაირად.

საბოლოოდ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და კვარცხლბეკზე დადგა. მსოფლიო "ტურისტი" მსოფლიო ჩემპიონად იქცა. ეს საამაყოა და მისი ვიდეომიმართვა ჩემპიონობის შემდეგ არასერიოზული იყო.

altლუხუმ ჩხვიმიანმა კრიტიკოსებს ნიშნი მიუგო: "ტურისტად მიდისო ტოკიოშიო, დამენახეთ, სადა ხართ?" [VIDEO]

მეორე დღეს ბაგრატ ნინიაშვილი მესამე წრეში მონღოლ ბასკჰუ იონდონპერენლეის დაუპირისპირდა და ფიზიკურად ვერაფერი გააწყო. მეტოქე იმდენად ძლიერი იყო, ქართველმა ფალავანმა ვერაფერი მოახერხა და ტურნირს დაემშვიდობა. აი, ვაჟა მარგველაშვილის მარცხი ლიმვან კიმთან უფრო სუსტ ტაქტიკურ მომზადებას უნდა დავაბრალოთ.

მესამე დღეს წინასწარვე იყო ცნობილი, რომ განწირულები ვიყავით. ლაშა შავდათუაშვილს ბადეში შოჰეი ონო ჰყავდა და მასთან მარცხის შემთხვევაში ვერც ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებდა. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ლაშამ ეს შეხვედრა ტაქტიკური თვალსაზრისით მეტად არასწორად წარმართა. ვერ იტყოდი, რომ მას მეტოქე იდეალურად ჰყავდა შესწავლილი. შავდათუაშვილმა ონოსთან შეტევა არჩია, რამაც იაპონელს მარტივად მისცა ჩავლების საშუალება, როცა შეიძლებოდა უფრო დაცვითი ტაქტიკით დაპირისპირება.

მეოთხე დღეს, რომ არა მსაჯთა არასწორი ქმედებები, ლუკა მაისურაძისა და ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალის დაპირისპირებისას, შეიძლება ქართველი ამ ტურნირზე უფრო მაღალი სინჯის მედალსაც გამორჩენოდა. თუმცა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალიც არ არის ურიგო შედეგი.

ბექა ღვინიაშვილის ასპარეზობაში არ იგრძნობოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიოდა. მას არც ფიზიკური მომზადება ჰყოფნიდა, მეორეც, მისი მოქმედებები არადამაჯერებელი იყო. იასპერ სმინსკთან მარცხი თავიდან ბოლომდე მისი არასწორი ილეთის დამსახურება იყო, როცა მასზე მაღალ მეტოქესთან ბრუნის გაკეთება სცადა.

აი, ვარლამ ლიპარტელიანის შემთხვევაში, როგორც ცნობილი გახდა, მან ტოკიოში მუხლის ტრავმა მიიღო და მიუხედავად ამისა, მაინც გარისკა ასპარეზობა, რამაც საბოლოოდ შედეგი არ გამოიღო. არადა, წინ ოლიმპიადაა და რისკი რამდენად მართებულია, საკითხავია.

გურამ თუშიშვილის შემთხვევაში კი ნათლად გამოჩნდა ჩვენი ნაკრებისთვის აუცილებელი პიროვნების საჭიროება - ეს არის ფსიქოლოგი. არ შეიძლება მეტოქეებს ასეთი განწყობით დაუპირისპირდე. წარსული წარმატება არ არის მუდმივად გამარჯვების გარანტი. შესაბამისად, ქართველმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა და უმედლოდაც დარჩა.

წინ ოლიმპიადაა, ჩვენს ზოგიერთ ფალავანს კი ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ უკეთესი შედეგი დადოს. საჭიროა აუცილებელი ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან სუსტი ტაქტიკური მონახაზით წარვდექით და ოლიმპიადაზე ეს აღარ გვეპატიება. საჭიროა ფსიქოლოგი, რომელიც ჭიდაობის წინ შესაბამისად განაწყობს სპორტსმენს და ტატამზე საჭირო განწყობით გავა.

P.S. და აუცილებლად საჭიროა ნაკრების ერთიანობა, რადგან ისინი ქვეყნის სახელს იცავენ და არა პირადს.




altლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

altმეორე მედალი! - ლუკა მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

altთუშიშვილის ჩავარდნა - ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ერთიანობა კი არა, ვარჯიშია და რეჟიმია საჭირო, დღედაღამე რო შარდენზე ყრიან,გახეული მთვრალები, მწვღთნელს რო დედას აგინებენ და პლანს რო ეწევიან, ამაზე წერეთ თორე ამ სტატიაში ანალიზი მე ვერ დავინახე
გიორგი
17:40 02-09-2019
5
რატომ ტურისტი,ევროპის ჩემპიონი იყო ბოლო ბოლო.
გოჩა
14:42 02-09-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული