ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ფინეთში ქართული ფინალი გაიმართება!

AutoSharing Option
13 სექტემბერს ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, რომელიც ქართველი ძიუდოისტებისთვის უკვე შეიძლება წარმატებულად მოვნათლოთ.

81 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება! ტატო გრიგალაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში ვლადიმერ ახალკაცს დაუპირისპირდება.

გრიგალაშვილმა ნახევარფინალში ლატვიელ ალექსეი ზარუდნევს იპონით სძლია, ხოლო ახალკაცმა სლოვაკ ალექს ბარტოს ასევე იპონით მოუგო.

ქალებში დღეს ჩვენი ერთადერთი მონაწილე მარიამ ჭანტურია (70) ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. ჭანტურია ბრიტანელ კელი პეტერსონ პოლარდს ნახევარფინალში შეხვდა და დამატებით დროში მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ სიიჟა კოკს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი
17:30 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კაი თაობაა! ერთი ამოსუნთქვით გავიდნენ ფინალში მოწინაღმდეგეებს 0,1% არ ქონიათ! მაგარი ბიჭები ხართ და ვამაყობ თქვენით! ფინალში შანსი50/50-ზე.
zaza
17:15 13-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული