![](https://sportall.ge/pictures/image5/722870b138eb20e697cabab0cd25eb66.jpg)
19 ოქტომბერს ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (-100) მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
სულამანიძე ფინალში იაპონელ კაზუნარი კამიგაკის შეხვდება.
ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.
ფინალამდე სულამანიძემ რუსი მატვეი კანიკოვსკი, დანიელი მატიას მადსენი, უნგრელი პეტერ არვალი და კორეელი ჯაევუ სიმი დაამარცხა.
სამწუხაროდ სხვა ქართველი ძიუდოისტები გელა ზაალიშვილი (+100), საბა ინანეიშვილი (+100) და სალომე მაყიშვილი (+78) მედლების გარეშე დაასრუეს ასპარეზობა.