24 ოქტომბერს აბუ-დაბის გრან სლემზე ქართველი ძიუდოისტი ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ტეტიანა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბრიტანელ ჩელსი გილს შეხვდება.
ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 17:00 საათიდან დაიწყება.
ჩვენმა მეორე წარმომადგენელმა 52 კგ წონით კატეგორიაში, მარიამ ჯანაშვილმა პირველ შეხვედრაში უზბეკ დიორა კელდიოროვასთან იპონით წააგო.
სამწუხაროდ, არც ვაჟებში გაგვიმართლა, ვაჟა მარგველაშვილი (66) პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში კი ირლანდიელი ნეთონ ბიორნსი დაამარცხა; აი, მესამე წრეში კი კუბელ ორლანდო პოლანკოსთან სამი გაფრთხილებით წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.