რატომ არ აცვია საქართველოს კიმონო და რატომ არ ჰყავს სეკუნდანტი ავთანდილ ჭრიკიშვილს?

AutoSharing Option
დღეს 26 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამი ქართველი სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილი, საიდანაც მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) იჭიდავებს ბრინჯაოზე.

დღეს აქტუალური იყო კითხვა, თუ რატომ არ ჭიდაობდა ჭრიკიშვილი საქართველოს ნაკრების დროშიანი კიმონოთი? და რატომ არ ჰყავდა მას სეკუნდანტი?

თუმცა ეს შემთხვევა არ ყოფილა პირველი, წინა დღეებშიც ძიუდოისტები ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ და ეს მხოლოდ ქართველთა პრობლემა არ ყოფილა. ეს ორივე ფაქტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

კერძოდ სულ ცოტა ხნის წინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კიმონოს ახალი სტანდარტი დააწესა, რომელიც ძიუდოისტის ტატამზე გასვლამდე მოწმდება.

თუ
ძიუდოისტის კიმონო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მაშინ მას IPPON GEAR-ის ფირმის IJF-ის წარწერიან კიმონოს აძლევენ ტატამზე გასასვლელად. ამავდროულად სპორტსმენი ისჯება იმით, რომ მას ბრძოლის დროს სეკუნდანტი არ ეყოლება.

IPPON GEAR-ის ფირმის IJF-ის წარწერიანIPPON GEAR-ის ფირმის IJF-ის წარწერიან
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მთლად დასირდა!!!
aburjga
18:47 26-10-2019
1
კიმონო ვერ იყიდეს... დროშა ვერ დაკიდეს... რა დღეშია ქართული სპორტი?!
გოგი
18:33 26-10-2019
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული