ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში სერბ ნემანია მაჟდოვს დამატებით დროში სამი გაფრთხილება მიაღებინა და გაიმარჯვა.
სამწუხაროდ გიორგი პაპუნაშვილი (90) მესამე წრეში დამარცხდა, ის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა.
ჩვენი მესამე წარმომადგენელი ლევან მატიაშვილი (+100) პირველივე შეხვედრაში თურქ კემალ ერდოღანთან დამარცხდა.
საბოლოო ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა აბუ-დაბის გრან სლემზე ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. ვერცხლის მედლის მფლობელი ლუკა მაისურაძე (81) გახდა.