ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ

AutoSharing Option
23 იანვარს თელ-ავივის გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

ვაჟებში პირველ დღეს მონაწილეები არ გვყავდა, ხოლო ქალებში 52 კგ წონით კატეგორიაში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველივე შეხვედრაში აზერბაიჯანელ გულტაი მამადალიევასთან ვაზარით წააგო.

ამავე წონაში მარიამ ჯანაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ბელგიელ ჩარლინ ვან სნაიკთან დამარცხდა.

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო შემდეგ პოლონელი იულია კოვალჩუკი დაამარცხა. მესამე წრეში კი ქართველი ძიუდოისტი აზერბაიჯანელის წარმომადგენელ ლარისა-ალექსანდრა ფლორიანთან დამარცხდა.

24 იანვარს ტურნირზე ლუკა მაისურაძე (81) და
მარიან ჭანტურია (70) გამოვლენ. შეხვედრები ჩვენი დროით 11:30 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 19:00 საათზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ მივხვდი რატომ ჩაუთვალეს წაგება ეთერის თუ იცით იქნებ ამიხსენით?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული