ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის სლემის ფინალშია, გელა ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის დიდ სლემზე -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალში გასვლა მოახერხა, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გელა ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ვარლამმა ფინალის გზაზე კორეელი ჯა იუნ კიმი, მონტენეგროელი დანილო პანტიჩი, ლატვიელი იავგენის ბოროდავკო დაამარცხა. ნახევარფინალში ლიპარტელიანმა რუსეთის სახელით მოასპარეზე არმენ ადამიანს აჯობა, ფინალში კი ებრაელ პეტერ პალჩიკს შეხვდება.

გელა ზაალიშვილმა ნახევარფინალამდე აზერბაიჯანელ შაჰინ გეჰრამანოვს, ბრაზილიელ დავიდ მოურას, უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს და ნიდერლანდელ როი მეიერს აჯობა. გელას ნახევარფინალში კიდევ ერთი ნიდერლანდელი ჰენკ გროლი შეხვდა და სამწუხაროდ, მისი დამარცხება ვეღარ
მოახერხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ზაალიშვილი რუს ინალ ტასოევს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბევრი ძიუდოისტი მინახია ქართველი თუ არა ქართველი,ბევრს მოუყვანივარ აღფრთოვანებაში,ბევრის ყურებით მიმიღია სიამოვნება,მაგრამ ლიპოს მსგავსი არ მინახია! ასეთი ტაქტიკურად სწორად განსწსვლული ძიუდოისტი იშვიათია!!!აღარაფერს ვიძახი სტაბილურზე,ტექნიკურზე,ძლიერზე და ა.შ. ლიპო შენ ძიუდოს გენია ხარ!!!
Jordan Beli
18:15 09-02-2020
0
ზოგიერთი ბიჭი პირველად გამოდიოდა ასეთ ტურნირზე,ამიტომ მოსალოდნელი იყო.ზაალიშვილმა კიდევ რა გააკეთა ნახევარფინალში.იმდენი უყვირა მწვრთვნელმა ნუ უვარდებიო ის კიდე ზედიზედ სამჯერ ჩაუვარდა.ისე იყო ღონემიხდილი თითქოს პარიზში ფეხიდ ჩავიდა.ნუ გოგონები როგორც ყოველთვის ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ.მაინც კარგია თანდათნ დონეს აიმაღლებენ.აი ლიპომ დაგლიჯა.ეგ ოქროს არ გაუშვებს.
კვარა
18:11 09-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული